https://sputnik-georgia.com/20211011/wonasi-usafrtxod-dakleba-brinjis-dreebi-260446036.html
„ბრინჯის დღეები“ წონაში უსაფრთხოდ დასაკლებად: მინუს 3 კგ ორ დღეში
„ბრინჯის დღეები“ წონაში უსაფრთხოდ დასაკლებად: მინუს 3 კგ ორ დღეში
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. იმისათვის, რომ ადამიანმა ორ დღეში სრულიად უსაფრთხოდ დაიკლოს სამ კილოგრამამდე, „ბრინჯის დღეების“ ჩატარებაა საჭირო, აცხადებს... 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T17:11+0400
2021-10-11T17:11+0400
2021-10-11T19:59+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0b/260445937_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_d9225046242fe0766c977a277579c8e3.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. იმისათვის, რომ ადამიანმა ორ დღეში სრულიად უსაფრთხოდ დაიკლოს სამ კილოგრამამდე, „ბრინჯის დღეების“ ჩატარებაა საჭირო, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსეი კოვალკოვი.მისი თქმით, „ბრინჯის დღეები“ იმისთვისაა საჭირო, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოიდევნოს.ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ ბრინჯის მეთოდით ზედმეტი სითხე გამოიდევნება არა სისხლიდან, რამაც შეიძლება სისხლი გაასქელოს და თრომბების წარმოქმნის რისკი გაზარდოს, არამედ უჯრედთშორისი არეებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.კოვალკოვის თქმით, ამ არეებში დაგროვილი სითხე — ეს „ჭუჭყიანი წყალია, რომელშიც დაზიანებული უჯრედებისა და ამინომჟავების ნამსხვრევები, ასევე ტოქსინები დ ბევრი სხვა სიბინძურე დაცურავს“. სწორედ ასეთი დაბინძურებული სითხის გამოსადევნადაა საჭირო „ბრინჯის დღეები“, რისთვისაც ექიმი სწორ რეცეპტსაც გვაცნობს:„ამგვარი ფაფა სასურველია, რომ ორი დღის განმავლობაში მიირთვათ. როგორც კი მოგშივდებათ, შეგიძლიათ ორი-სამი კოვზი ბრინჯი შეჭამოთ“, — ამბობს ექიმი.მისი თქმით, ასეთ საკვებს ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით ჭარბი სითხე გამოაქვს. შესაბამისად, ადამიანი დაახლოებით 2-3 კილოს იკლებს წონაში, თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცხიმების წვასთან — ეს მხოლოდ ზედმეტი სითხის თავიდან მოშორებაა.კოვალკოვის თქმით, „ბრინჯის დღეების“ ჩატარება ორ-სამ კვირაში ერთხელ შეიძლება ორ-ორი დღით. ამასთან, თუ აღმოაჩინეთ, რომ ბრინჯის მეთოდით წონაში არ დაიკელით, პროფესორის თქმით, ე.ი. ორგანიზმში უბრალოდ არ გქონდათ ზედმეტი სითხე.
https://sputnik-georgia.com/20210223/wonaSi-dakleba-40-wels-gadaSorebulebisTvis-250975925.html
https://sputnik-georgia.com/20210624/mwvane-lobios-salaTi-wonaSi-daklebis-msurvelebisTvis-252118294.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0b/260445937_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_e236cc4fc4a76ebd6ecf4abced921237.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. იმისათვის, რომ ადამიანმა ორ დღეში სრულიად უსაფრთხოდ დაიკლოს სამ კილოგრამამდე, „ბრინჯის დღეების“ ჩატარებაა საჭირო,
აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსეი კოვალკოვი.
მისი თქმით, „ბრინჯის დღეები“ იმისთვისაა საჭირო, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოიდევნოს.
„ზოგ პაციენტს, რომლებიც მოგვმართავენ ხოლმე, ლამის ერთი (თუ არა ორი) ვედრო ზედმეტი სითხე აქვს ორგანიზმში. ასეთ დროს შარდმდენის დანიშვნაც შეიძლება, მაგრამ ეს გარკვეული რისკის შემცველია, მით უმეტეს, გამოკვლევის გარეშე. ბრინჯი კი ნორმალური მეთოდია, ეს ჩვეულებრივი საჭმელია“, — ამბობს პროფესორი.
ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ ბრინჯის მეთოდით ზედმეტი სითხე გამოიდევნება არა სისხლიდან, რამაც შეიძლება სისხლი გაასქელოს და თრომბების წარმოქმნის რისკი გაზარდოს, არამედ უჯრედთშორისი არეებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
კოვალკოვის თქმით, ამ არეებში დაგროვილი სითხე — ეს „ჭუჭყიანი წყალია, რომელშიც დაზიანებული უჯრედებისა და ამინომჟავების ნამსხვრევები, ასევე ტოქსინები დ ბევრი სხვა სიბინძურე დაცურავს“. სწორედ ასეთი დაბინძურებული სითხის გამოსადევნადაა საჭირო „ბრინჯის დღეები“, რისთვისაც ექიმი სწორ რეცეპტსაც გვაცნობს:
აიღეთ ერთი ჭიქა ბასმატი (გრძელი, წვრილმარცვლოვანი ბრინჯის ნაირსახეობა), გარეცხეთ და კარგად მოხარშეთ — ისე, რომ კბილებით სიმაგრე არ იგრძნობოდეს. შემდეგ დაახლოებით 250 გრამი ჭერმის ჩირი დაჭერით ძალიან წვრილად (ისე, რომ ქიშმიშივით გამოვიდეს) და დაამატეთ მოხარშულ ბრინჯს. მარილი არ დააყაროთ. გემოსთვის შეგიძლიათ ცოტა კურკუმა ან სხვა სანელებელი დაამატოთ — ოღონდ ცოტა. ფაფა მოტკბო გემოსი გამოდის.
„ამგვარი ფაფა სასურველია, რომ ორი დღის განმავლობაში მიირთვათ. როგორც კი მოგშივდებათ, შეგიძლიათ ორი-სამი კოვზი ბრინჯი შეჭამოთ“, — ამბობს ექიმი.
მისი თქმით, ასეთ საკვებს ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით ჭარბი სითხე გამოაქვს. შესაბამისად, ადამიანი დაახლოებით 2-3 კილოს იკლებს წონაში, თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცხიმების წვასთან — ეს მხოლოდ ზედმეტი სითხის თავიდან მოშორებაა.
კოვალკოვის თქმით, „ბრინჯის დღეების“ ჩატარება ორ-სამ კვირაში ერთხელ შეიძლება ორ-ორი დღით. ამასთან, თუ აღმოაჩინეთ, რომ ბრინჯის მეთოდით წონაში არ დაიკელით, პროფესორის თქმით, ე.ი. ორგანიზმში უბრალოდ არ გქონდათ ზედმეტი სითხე.