https://sputnik-georgia.com/20220711/adgilze-darcit-speciaistis-rekomendaciebi-miwiszvris-dros-268429908.html
„ადგილზე დარჩით“ - სპეციალისტის რეკომენდაციები მიწისძვრის დროს
„ადგილზე დარჩით“ - სპეციალისტის რეკომენდაციები მიწისძვრის დროს
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს დაფიქსირებული ბიძგები - ტექტონიკური მიწისძვრებია, და ეპიცენტრი დასახლებული ტერიტორიიდან შორს მდებარეობს.
2022-07-11T22:56+0400
2022-07-11T22:56+0400
2022-07-11T22:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიწისძვრები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0d/252571654_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_e208820eeff72a77f40adaab4b981640.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. მიწისძვრების დროს უმჯობესია ადგილზე დარჩენა, და არა შენობიდან გაქცევა, განაცხადა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა სუხიშვილმა.ორშაბათს სეისმოგრაფებმა დააფიქსირეს 7 მიწისქვეშა ბიძგი - თითოეულის მაგნიტუდა 3 ბალს აღემატებოდა. ეპიცენტრი სამხრეთ საქართველოში, სოფელ სამებასთან მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:36 წუთზე იყო - 4,8 მაგნიტუდის.მისი თქმით, საქართველოში დღეს დაფიქსირებული ბიძგები - ტექტონიკური მიწისძვრებია. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, კარგი ისაა, რომ ეპიცენტრი დასახლებული ტერიტორიიდან შორს მდებარეობს.„კი ვამბობთ, რომ სოფელ სამებასთან და ქალაქ დმანისთან ფიქსირდება, თუმცა მაინც დმანისიდან მოშორებითაა და სოფელი სამება არ არის მჭიდროდ განაშენიანებული და მაღალი კორპუსებით წარმოდგენილი ტერიტორია. ამდენად, მიწისძვრის ეპიცენტრი შედარებით უსაფრთხო ადგილასაა“, - აღნიშნა სუხიშვილმა.მიწისძვრები და შენობები: რომელ ნაგებობებშია ცხოვრება უფრო უსაფრთხო >>საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. დღეს, დილით სეისმოლოგებმა რამდენიმე საათში ექვსჯერ დააფიქსირეს 3 მაგნიტუდაზე მაღალი მიწისძვრა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. ყველაზე ძლიერი ბიძგები – 4,8 მაგნიტუდის 07:36 საათზე დაფიქსირდა.საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0d/252571654_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_5a1c90baba9f79ef8682e8026f7a1fca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპეციალისტი ლაშა სუხიშვილი რეკომენდაციები მიწისძვრა
სპეციალისტი ლაშა სუხიშვილი რეკომენდაციები მიწისძვრა
„ადგილზე დარჩით“ - სპეციალისტის რეკომენდაციები მიწისძვრის დროს
22:56 11.07.2022 (განახლებულია: 22:58 11.07.2022) საქართველოში დღეს დაფიქსირებული ბიძგები - ტექტონიკური მიწისძვრებია, და ეპიცენტრი დასახლებული ტერიტორიიდან შორს მდებარეობს.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. მიწისძვრების დროს უმჯობესია ადგილზე დარჩენა, და არა შენობიდან გაქცევა, განაცხადა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა სუხიშვილმა.
ორშაბათს სეისმოგრაფებმა დააფიქსირეს 7 მიწისქვეშა ბიძგი - თითოეულის მაგნიტუდა 3 ბალს აღემატებოდა. ეპიცენტრი სამხრეთ საქართველოში, სოფელ სამებასთან მდებარეობს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:36 წუთზე იყო - 4,8 მაგნიტუდის.
„მიწისძვრის დროს შენობიდან გარეთ გამოსვლა ეს პირველი ინსტინქტია, მაგრამ აბსოლუტურად არასწორი ქცევაა, რადგან ის ზონა, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს შენობიდან გარეთ გამოსასვლელად, ყველაზე საფრთხის შემცველია. ამდენად, ჯობს დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“, - განაცხადა სუხიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, საქართველოში დღეს დაფიქსირებული ბიძგები - ტექტონიკური მიწისძვრებია. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, კარგი ისაა, რომ ეპიცენტრი დასახლებული ტერიტორიიდან შორს მდებარეობს.
„კი ვამბობთ, რომ სოფელ სამებასთან და ქალაქ დმანისთან ფიქსირდება, თუმცა მაინც დმანისიდან მოშორებითაა და სოფელი სამება არ არის მჭიდროდ განაშენიანებული და მაღალი კორპუსებით წარმოდგენილი ტერიტორია. ამდენად, მიწისძვრის ეპიცენტრი შედარებით უსაფრთხო ადგილასაა“, - აღნიშნა სუხიშვილმა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. დღეს, დილით სეისმოლოგებმა რამდენიმე საათში ექვსჯერ დააფიქსირეს 3 მაგნიტუდაზე მაღალი მიწისძვრა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. ყველაზე ძლიერი ბიძგები – 4,8 მაგნიტუდის 07:36 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.