შსს-ს დაცვის პოლიციამ დაარსებიდან 18 წლის იუბილე აღნიშნა

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2022
გამოწერა
უწყების თანამშრომლები მადლობის სიგელით დააჯილდოეს
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე „დაცვის პოლიციის დღე" აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა სამსახურეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 33 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
„დაცვის პოლიციის წარმატება და დასაცავი ობიექტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა დამოკიდებულია უწყებაში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ავტოპარკის განახლებაზე, რასაც წარმატებით ვახორციელებთ“, - განაცხადა ბაგრატიონმა.
საზეიმო ღონისძიებაზე წელს 95-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა.
გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, უწყება არ წყვეტს ტექნოლოგიურ განვითარებას და წლის ბოლომდე დაცვის პოლიცია სრულად იქნება აღჭურვილი ევროპული სტანდარტის ტექნიკით.
დაცვის პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, დაცვის პოლიციის ყველა თანამშრომელს ახალი სამუშაო ფორმა გადაეცა.
ბაგრატიონის თქმით, წელს უწყებას 15 ერთეული სპეციალიზებული ჯავშნირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეემატა.
ღონისძიების დასასრულს შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0