https://sputnik-georgia.com/20220709/saqartvelosi-sagzao-usafrtxoebis-sakitxebze--specialuri-komisia-imusavebs-268361847.html
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური კომისია იმუშავებს
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური კომისია იმუშავებს
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის გზებზე სიკვდილიანობის შემცირება სურს
2022-07-09T22:01+0400
2022-07-09T22:01+0400
2022-07-09T22:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/46/239594620_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_21fe376f439471496d01bf816586b28c.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობაში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია იქმნება, შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.კომისიას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე შევლენ შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების და დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლები შევლენ.კომისიის ამოცანა მოიცავს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებას. კომისია გაუწევს უწყებების მუშაობის კოორდინაციას, დაკავდება საკანონმდებლო საკითხებით.კომისია გეგმებშია გზის შეკეთების დაფინანსების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ელექტრონული სისტემატიზებული მონაცემთა ბაზის შექმნა, ასევე ქვეყანაში ავარიების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.კერძოდ, სტრატეგიის ფარგლებში კომისია განიხილავს სიჩქარის გადაჭარბებაზე ლიმიტების შემცირების შესაძლებლობას, გაამკაცრებს ბრძოლას არაფხიზელი მძღოლების წინააღმდეგ და ავტომობილის მართვის დროს მობილურ ტელეფონზე საუბრებთან, ჩაატარებს კვლევას ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. მოამზადებს ახალ რეკომენდაციებს მძღოლების მომზადებისა და გადამზადებისთვის, იმსჯელებს ავტოსკოლებისთვის სახელმწიფო სერთიფიკატების აუცილებლობაზე და გამოცდებზე მხოლოდ ასეთი სკოლების კურსდამთავრებულთა დაშვებაზე.გარდა ამისა, სტრატეგია გულისხმობს გზების გაუმჯობესებას ბავშვების, ველოსიპედისტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულთა დაცვის მიმართულებით და იმ მონაკვეთებზე გზების გაუმჯობესებას, სადაც არის დიდი ტრაფიკი და ხშირია ავარიები.წყარო - „საკანონმდებლო მაცნე“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/46/239594620_0:0:1777:1333_1920x0_80_0_0_592ba673aae0253b9ee22b783a7af360.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო საგზაო უსაფრთხოება საკითხები სპეციალური კომისია მთავრობა
საქართველო საგზაო უსაფრთხოება საკითხები სპეციალური კომისია მთავრობა
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური კომისია იმუშავებს
22:01 09.07.2022 (განახლებულია: 22:02 09.07.2022) საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის გზებზე სიკვდილიანობის შემცირება სურს
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობაში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია იქმნება, შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კომისიას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე შევლენ შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების და დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლები შევლენ.
კომისიის ამოცანა მოიცავს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებას. კომისია გაუწევს უწყებების მუშაობის კოორდინაციას, დაკავდება საკანონმდებლო საკითხებით.
კომისია გეგმებშია გზის შეკეთების დაფინანსების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ელექტრონული სისტემატიზებული მონაცემთა ბაზის შექმნა, ასევე ქვეყანაში ავარიების ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.
კერძოდ, სტრატეგიის ფარგლებში კომისია განიხილავს სიჩქარის გადაჭარბებაზე ლიმიტების შემცირების შესაძლებლობას, გაამკაცრებს ბრძოლას არაფხიზელი მძღოლების წინააღმდეგ და ავტომობილის მართვის დროს მობილურ ტელეფონზე საუბრებთან, ჩაატარებს კვლევას ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. მოამზადებს ახალ რეკომენდაციებს მძღოლების მომზადებისა და გადამზადებისთვის, იმსჯელებს ავტოსკოლებისთვის სახელმწიფო სერთიფიკატების აუცილებლობაზე და გამოცდებზე მხოლოდ ასეთი სკოლების კურსდამთავრებულთა დაშვებაზე.
გარდა ამისა, სტრატეგია გულისხმობს გზების გაუმჯობესებას ბავშვების, ველოსიპედისტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულთა დაცვის მიმართულებით და იმ მონაკვეთებზე გზების გაუმჯობესებას, სადაც არის დიდი ტრაფიკი და ხშირია ავარიები.