რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2022
გამოწერა
სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისისთვის მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2,39 მილიარდ ლარს შეადგენს.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში დაგროვებით საპენსიო სქემაში 1.292 ათასი ადამიანია ჩართული, აქედან დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 2.053-მა ადამიანმა, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
პენსიონერებზე გაცემული თანხა 4.3 მლნ ლარს აღემატება.
სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისისთვის მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2,39 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან დარიცხული სარგებელი 329 მილიონი ლარია.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები საქართველოში პენსიას მიიღებენ >>
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვა სულ ახლახან დაიწყო. 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 95,8% ქართულ ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული, ხოლო 4,2% - დოლარში.
ყველა ახალი ამბავი
0