მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი ბათუმში მთელი მსოფლიოდან მუსიკოსებს მოუყრის თავს

© photo: Sputnik BATUMI MUSIC FEST
 BATUMI MUSIC FEST - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2022
გამოწერა
ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს რიგ არამუსიკალურ ღონისძიებას, მათ შორის წიგნის პრეზენტაციას და ფილმების ჩვენებას.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალ Batumi Black Sea Music and Art Festival-ის ჰედლაინერები იქნებიან გერმანელი ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ჰულსჰოფი და რუსი პიანისტი ალექსანდრა მასალევა. ფესტივალი 23-31 ივლისს გაიმართება.
ფესტივალი ტრადიციულად შეკრებს არტისტებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალზე წარდგებიან იაპონელი ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი ტემპეი ნაკამურა (Tempei Nakamura), ქართველი მომღერალი სოფო ხალვაში, ასევე მომღერალი ლუკა ჭანიშვილი და ბათუმის ვოკალური ანსამბლი.
ალექსანდრ ჰულსჰოფი და რუსი პიანისტი ალექსანდრა მასალევა ხელოვნების ცენტრში 29 ივლისს წარდგებიან.
ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს რიგ არამუსიკალურ ღონისძიებას, მათ შორის წიგნის პრეზენტაციას და ფილმების ჩვენებას. ფესტივალი ასევე უმასპინძლებს საქართველოსა და რიგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.
ფესტივალი 31 ივლისს საქართველოსა და იტალიის დიპლომატიური იუბილეს აღნიშვნით დასრულდება.
„იუნესკოს მშვიდობის“ არტისტმა ელისო ბოლქვაძემ ფესტივალი 2013 წელს დააარსა. ღონისძიებისთვის ახალი სახელწოდების მინიჭების იდეაც (ადრე ფესტივალის სახელწოდება იყო Batumi Music Fest) ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. ე.წ. რებრენდინგი ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გაფართოების მიზნით ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0