https://sputnik-georgia.com/20220709/koba-gvenetaze-navtobze-fasebis-globaluri-semcireba-saqartvelozec-aisaxeba-268345617.html
კობა გვენეტაძე: ნავთობზე ფასების გლობალური შემცირება საქართველოზეც აისახება
კობა გვენეტაძე: ნავთობზე ფასების გლობალური შემცირება საქართველოზეც აისახება
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველოს ეკონომიკის აღდგენა განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნით, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი უკავია დაკრედიტების მაღალ ტემპს.
2022-07-09T10:30+0400
2022-07-09T10:30+0400
2022-07-09T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447335_0:108:3256:1940_1920x0_80_0_0_562320e04baa7f2c9c9187e305ab1a6d.jpg
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოზეც იმოქმედებს, ამის შესახებ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.კვირის დასაწყისში ნავთობის ბაზარზე ფასების ვარდნა მოხდა, რადგან ინვესტორები გლობალური ეკონომიკის რეცესიის რისკებს აფასებენ. მაგრამ შემდეგ ფასები დაუბრუნდა ზრდას, რადგან საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ნახშირწყალბადების დეფიციტის მოლოდინი არსებობს.მანამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფლაციის საშუალო დონე 8,5-9%-ს შეადგენს, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის - 9,5%-ს.ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4,5%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც სუსტი საგარეო მოთხოვნის გამო უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და წმინდა ექსპორტის მაჩვენებლების გაუარესებას უკავშირდება.რეგულატორის მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოს ეკონომიკის აღდგენა განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნით, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი უკავია დაკრედიტების მაღალ ტემპს. საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე საგარეო მოთხოვნა სუსტი რჩება და მხოლოდ ტურისტული ნაკადების ზრდით შემოიფარგლება.ინფლაციის შეჩერება - როგორ ებრძვის საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას >>ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი კლებას 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით და მიზნობრივ მაჩვენებელს საშუალოვადიან პერიოდში მიაღწევს.მაღალ ინფლაციასთან საბრძოლველად ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედარებით გრძელვადიან შენარჩუნებას პროგნოზირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447335_263:0:2994:2048_1920x0_80_0_0_fbc258dea9989990152de297ad18d847.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კობა გვენეტაძე ნავთობი ფასები შემცირება საქართველო ასახვა
კობა გვენეტაძე ნავთობი ფასები შემცირება საქართველო ასახვა
კობა გვენეტაძე: ნავთობზე ფასების გლობალური შემცირება საქართველოზეც აისახება
10:30 09.07.2022 (განახლებულია: 11:20 09.07.2022) ამჟამად საქართველოს ეკონომიკის აღდგენა განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნით, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი უკავია დაკრედიტების მაღალ ტემპს.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოზეც იმოქმედებს, ამის შესახებ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
კვირის დასაწყისში ნავთობის ბაზარზე ფასების ვარდნა მოხდა, რადგან ინვესტორები გლობალური ეკონომიკის რეცესიის რისკებს აფასებენ. მაგრამ შემდეგ ფასები დაუბრუნდა ზრდას, რადგან საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ნახშირწყალბადების დეფიციტის მოლოდინი არსებობს.
„ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება, დაუყოვნებლივ არა, მაგრამ რაღაც პერიოდში აისახება. ამ ფაქტორების გაანალიზებასაც გავაკეთებთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით, არის იგივე. დროის მოკლე განაკვეთში ბევრი ცვლილებები ხდება, რთული სათქმელია, როგორ მოხდება განახლება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობა გვენეტაძემ.
მანამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფლაციის საშუალო დონე 8,5-9%-ს შეადგენს, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის - 9,5%-ს.
ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4,5%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც სუსტი საგარეო მოთხოვნის გამო უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და წმინდა ექსპორტის მაჩვენებლების გაუარესებას უკავშირდება.
რეგულატორის მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოს ეკონომიკის აღდგენა განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნით, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი უკავია დაკრედიტების მაღალ ტემპს. საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე საგარეო მოთხოვნა სუსტი რჩება და მხოლოდ ტურისტული ნაკადების ზრდით შემოიფარგლება.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი კლებას 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით და მიზნობრივ მაჩვენებელს საშუალოვადიან პერიოდში მიაღწევს.
მაღალ ინფლაციასთან საბრძოლველად ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედარებით გრძელვადიან შენარჩუნებას პროგნოზირებს.