https://sputnik-georgia.com/20220709/batumis-mecetsi-yurban-bairami-arnisnes-268348712.html
ბათუმის მეჩეთში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს
ბათუმის მეჩეთში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს
Sputnik საქართველო
სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა. 09.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-09T13:30+0400
2022-07-09T13:30+0400
2022-07-09T13:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/43/245714383_0:283:2730:1819_1920x0_80_0_0_01250978f063827b0093b2a62082bcb8.jpg
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. ქართველმა მუსლიმებმაც მუსლიმური სამყაროს უდიდესი დღესასწაული ყურბან-ბაირამი აღნიშნეს.ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მორწმუნეები მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა. მეჩეთმა მრევლი ვერ დაიტია და მორწმუნეების დიდმა ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა.ყურბან-ბაირამის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს. ყურბან–ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სათავეს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (იგივე აბრაამი) მიერ მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმიდა წერილებშია აღწერილი. უფალმა წინასწარმეტყველს, მისი რწმენის გამოსაცდელად, შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის მაგივრად ცხვრის დაკვლის ნება დართო.ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ამავე დღეს ტარდება „ჰაჯობის რიტუალი", ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს რიტუალი ყველა მუსლიმმა უნდა ჩაატაროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.ამ დღეს მუსლიმებმა უნდა გამოავლინონ გულმოწყალება, სიკეთე, დაეხმარონ გაჭირვებულებს.მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/43/245714383_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_90527000d384001937067ab7bc20cf5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, აჭარა
ბათუმის მეჩეთში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს
13:30 09.07.2022 (განახლებულია: 13:44 09.07.2022) სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. ქართველმა მუსლიმებმაც მუსლიმური სამყაროს უდიდესი დღესასწაული ყურბან-ბაირამი აღნიშნეს.
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მორწმუნეები მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა. მეჩეთმა მრევლი ვერ დაიტია და მორწმუნეების დიდმა ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა.
ყურბან-ბაირამის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს. ყურბან–ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სათავეს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (იგივე აბრაამი) მიერ მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმიდა წერილებშია აღწერილი. უფალმა წინასწარმეტყველს, მისი რწმენის გამოსაცდელად, შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის მაგივრად ცხვრის დაკვლის ნება დართო.
ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ამავე დღეს ტარდება „ჰაჯობის რიტუალი", ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს რიტუალი ყველა მუსლიმმა უნდა ჩაატაროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.
ამ დღეს მუსლიმებმა უნდა გამოავლინონ გულმოწყალება, სიკეთე, დაეხმარონ გაჭირვებულებს.
მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.