სკანდალური ავარია პანკისში: ბრალდებული დანაშაულიდან ორ კვირაში დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია  - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2022
გამოწერა
ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაცდელში მიტოვებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით კახეთში 31 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, 27 ივნისს ღამით ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაშავებული დაზიანებების შედეგად იმავე ღამეს გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე და 276-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პანკისის ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევას მორიგი სკანდალი მოჰყვა. ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ავარიაში დამნაშავეები სამსახურებრივ პიკაპში მყოფი პოლიციელები არიან.
ამის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ტელეკომპანიას საზოგადოება მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავს. ამავდროულად, უწყებამ შემთხვევის დეტალები გაავრცელა. უწყების ცნობით, დაზარალებული მისმა ძმამ გზაზე იპოვა და სახლში წაიყვანა, რადგან მიყენებული დაზიანებები სერიოზულად არ მიიჩნია. დილისთვის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0