https://sputnik-georgia.com/20220708/ukanono-tyitsargebloba-6-tvis-monacemebi-268324923.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ბოლო 6 თვის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ბოლო 6 თვის მონაცემები
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში. 08.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-08T14:39+0400
2022-07-08T14:39+0400
2022-07-08T19:45+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23920/99/239209965_0:26:3072:1754_1920x0_80_0_0_e69cb5f84e4ade92f0c5dee41c1be4f7.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1.705 ფაქტი გამოავლინდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.გამოვლენილი ფაქტებიდან 1.369 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი უკანონო სახერხი საამქროების არსებობას და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას. მათგან 135 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 თვეში თბილისში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 12 ფაქტი აღკვეთეს.უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3.934 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. დაფიქსირებულია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 287 ფაქტი. ასევე ამოღებულია 49 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივნისის მონაცემები>>მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23920/99/239209965_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_c111eafbf65e5034d09eb88cebfbfddf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, თბილისი დღეს
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ბოლო 6 თვის მონაცემები
14:39 08.07.2022 (განახლებულია: 19:45 08.07.2022) მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1.705 ფაქტი გამოავლინდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გამოვლენილი ფაქტებიდან 1.369 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი უკანონო სახერხი საამქროების არსებობას და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას. მათგან 135 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 417 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, იმერეთში დაფიქსირდა 237 სამართალდარღვევა, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 206, სამცხე-ჯავახეთში – 153, ქვემო ქართლში – 130, აჭარაში – 70, შიდა ქართლში – 63, მცხეთა-მთიანეთში – 37, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 26, გურიაში კი 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 თვეში თბილისში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 12 ფაქტი აღკვეთეს.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3.934 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. დაფიქსირებულია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 287 ფაქტი. ასევე ამოღებულია 49 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.