https://sputnik-georgia.com/20220707/ukanono-tkitsargeblobis-statistika-ivnisis-monacemebi-268278299.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივნისის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივნისის მონაცემები
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში. 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T18:17+0400
2022-07-07T18:17+0400
2022-07-07T21:35+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_0:45:1920:1125_1920x0_80_0_0_ab98bbf2c28c679e2c9d550651ef987e.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 42 ფაქტი გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 15 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, 9 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, 8 – შიდა ქართლში, 6 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა გურიაში.უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 375.289 კუბური მეტრი ხეტყე – 67.871 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და 307.418 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს ტერიტორიაზე დასაწყობდა.მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_791df01e41fc8c15445a65238b979dbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივნისის მონაცემები
18:17 07.07.2022 (განახლებულია: 21:35 07.07.2022) მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 42 ფაქტი გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 15 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, 9 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, 8 – შიდა ქართლში, 6 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა გურიაში.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 375.289 კუბური მეტრი ხეტყე – 67.871 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და 307.418 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს ტერიტორიაზე დასაწყობდა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.