განათლების მინისტრის მოადგილემ STEAM პროექტში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

© Pixabay / TheDigitalWayპერსონალური მონაცემების დაცვა კომპიუტერში
პერსონალური  მონაცემების დაცვა კომპიუტერში - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
გამოფენაში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის გამოყენებით თავიანთი STEAM პროექტები წარმოადგინეს.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. სკოლებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გამოფენა და კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე დაესწრო, იუწყება განათლების სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, STEAM მეთოდი პრობლემაზე და მის კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვისა და განხორციელების საშუალებას იძლევა. STEAM განათლებას წვლილი შეაქვს ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული STEAM პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ სკოლებს გაეგზავნათ ახლად შექმნილი STEAM პროექტები და ჩატარდა ყოველკვირეული კონსულტაციები. პროექტში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას ჰქონდა.
გამოფენაში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის გამოყენებით თავიანთი STEAM პროექტები წარმოადგინეს და შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მხრიდან დახმარებაც მიიღეს.

„პროექტი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, დაეუფლონ ტექნოლოგიებს, გამოავლინონ შემოქმედებითი აზროვნება და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ღონისძიების ბოლოს პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ გადასცა, მადლობა გადაუხადა მათ პროექტში ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სწავლის STEAM მეთოდოლოგია ამზადებს მოსწავლეებს მომავალი შრომითი ბაზრისთვის. შედეგად, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის გამოყენებით გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს.
ყველა ახალი ამბავი
0