https://sputnik-georgia.com/20220708/saqartvelos-sagadasaxdelo-balansis-angarishis-depiciti-shemcirda-268325205.html
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6,4%-ით შემცირდა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6,4%-ით შემცირდა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 13% შეადგინა. 08.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-08T15:23+0400
2022-07-08T15:23+0400
2022-07-08T20:06+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_0:110:3000:1798_1920x0_80_0_0_0bf5177fdad73c38dccf3fa72e055b55.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2022 წლის პირველ კვარტალში 598,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 37,6%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-სთან შეფარდებით 13% შეადგინა.მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,3%-ით გაიზარდა და 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად საქონლის ექსპორტი წლიურად 40,7%-ით, ხოლო იმპორტი 34,1%-ით გაიზარდა.სსფ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში>>>2021 წლის მეორე ნახევარში ნაწილობრივ აღდგა მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი. ეს დადებითი ტენდენცია შემდგომ კვარტლებშიც გაგრძელდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 379,3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 68,1%-ს შეადგენს.2022 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითია – 349,7მლნ დოლარი. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 11%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 86%-ით გაიზარდა.მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9,5%-ით გაიზარდა და პირველ კვარტალში 570,6 მლნ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 10,7%-ით გაიზარდა 533 მლნ დოლარამდე. ამავდროულად სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 1,8 მლნ დოლარამდე შემცირდა.წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 451,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 9,8%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_228:0:2772:1908_1920x0_80_0_0_29297fedd5285b4b3f87f34dda012be2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6,4%-ით შემცირდა
15:23 08.07.2022 (განახლებულია: 20:06 08.07.2022) ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 13% შეადგინა.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2022 წლის პირველ კვარტალში 598,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 37,6%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
ეროვნული ბანკის
მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-სთან შეფარდებით 13% შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,3%-ით გაიზარდა და 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად საქონლის ექსპორტი წლიურად 40,7%-ით, ხოლო იმპორტი 34,1%-ით გაიზარდა.
2021 წლის მეორე ნახევარში ნაწილობრივ აღდგა მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი. ეს დადებითი ტენდენცია შემდგომ კვარტლებშიც გაგრძელდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 379,3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 68,1%-ს შეადგენს.
2022 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითია – 349,7მლნ დოლარი. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 11%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 86%-ით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9,5%-ით გაიზარდა და პირველ კვარტალში 570,6 მლნ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 10,7%-ით გაიზარდა 533 მლნ დოლარამდე. ამავდროულად სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 1,8 მლნ დოლარამდე შემცირდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 451,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 9,8%-ია.