„შამქორი 2022“ - ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა

© Ministry of Defence of Georgia წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე
წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხადამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ერთკვირიანი სწავლება „შამქორი 2022“ სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავს, ის მიმდინარე წლის 4 ივლისს დაიწყო.
თავდაცვის უწყების ცნობით, დღეს გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მონაწილეობა მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის C ასეულმა მიიღო. საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა.
საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხადამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ტარდება. „შამქორი 2022“ ეროვნული სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორის“ ტაქტიკურ კომპონენტს წარმოადგენს და მოსამზადებელ სწავლებათა ციკლის ნაწილია.
სამხედრო ძალების 23-ე ბატალიონმა მომზადების ოთხკვირიანი პროგრამა დაასრულა>>
საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სწავლებაში „შამქორი 2022“, რომელიც 11 ივლისს დასრულდება, აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, დასავლეთის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0