Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დედა სპექტაკლში მონაწილეობდა, მამას ძალიან მოეწონა“ - თინათინ წულაძის დებიუტი

© courtesy of Tinatin Tsuladzeთინათინ წულაძე და გიორგი კოტეტიშვილი
თინათინ წულაძე და გიორგი კოტეტიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
თინათინ წულაძემ, ცნობილი რეჟისორის ლევან წულაძის ქალიშვილმა ახლად გახსნილ „ქალაქის თეატრში“ პირველი, სადებიუტო სპექტაკლი „მარკეტი“ დადგა. ამის შესახებ ახალბედა რეჟისორმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

„არანორმალურ რეჟიმში მოგვიწია მუშაობამაც და გადაწყვეტილებების მიღებამაც. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ბოლომდე ვერ გავიაზრეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა“, – ამბობს თინათინ წულაძე.

ლევან წულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან წულაძე დაინიშნა
მისი თქმით, დედა – მანანა კოზაკოვა სპექტაკლში მონაწილეობდა, მამა კი ყოველთვის კრიტიკულად აფასებს მის ნამუშევრებს, თუმცა ახლა ძალიან მოეწონა.

„არასდროს მაქებს, რადგან ზოგადად არ უყვარს საქებარი სიტყვები, უბრალოდ მითხრა, კარგი გოგო ხარო, რაც უკვე შექება იყო მისი მხრიდან. სხვათა შორის, რეპეტიციების დროს ყოველდღე ვურეკავდი, დეტალურად ვუყვებოდი ყველაფერს და მისი აზრით ვინტერესდებოდი. ძალიან ვნერვიულობდი დედასთან მუშაობის დროს. ძალიან მიკვირდა, როცა მამა ყველაზე მეტ შენიშვნას მას აძლევდა, თუმცა მეც ზუსტად ასე მომივიდა, მეც ყველაზე ბევრს სწორედ მას ვსაყვედურობდი“, – ამბობს თინათინი.

ყველა ახალი ამბავი
0