https://sputnik-georgia.com/20220304/marjanisvilis-teatris-samxatvro-xelmzrvanelad-wulaze-dainisna-264974489.html
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან წულაძე დაინიშნა
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან წულაძე დაინიშნა
Sputnik საქართველო
წულაძე სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.
2022-03-04T19:47+0400
2022-03-04T19:47+0400
2022-03-04T19:53+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24470/38/244703872_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_554e9ccbefc24ff9e2b7471719cf19e2.jpg
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ლევან წულაძე დაინიშნა, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წულაძე მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.ლევან წულაძეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვარს ამოეწურა. 20 იანვარს კი მარჯანიშვილის თეატრში კონკურსი გამოცხადდა.სამინისტროს ცნობით, ლევან წულაძის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა განსახილველად წარუდგინა კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს.საბჭოს სხდომაზე კენჭი უყარეს ლევან წულაძის კანდიდატურას და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დასამტკიცებლად მისი კანდიდატურა წარედგინათ სამინისტროსთვის. შედეგად, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი 16 თეატრში ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24470/38/244703872_123:0:1943:1365_1920x0_80_0_0_631137a24cefad2431e7ef67db27b255.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თეატრი მარჯანიშვილი წულაძე ხელმძღვანელი
თეატრი მარჯანიშვილი წულაძე ხელმძღვანელი
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან წულაძე დაინიშნა
19:47 04.03.2022 (განახლებულია: 19:53 04.03.2022) ლევან წულაძეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოეწურა.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ლევან წულაძე დაინიშნა, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წულაძე მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.
ლევან წულაძეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვარს ამოეწურა. 20 იანვარს კი მარჯანიშვილის თეატრში კონკურსი გამოცხადდა.
სამინისტროს ცნობით, ლევან წულაძის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა განსახილველად წარუდგინა კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს.
საბჭოს სხდომაზე კენჭი უყარეს ლევან წულაძის კანდიდატურას და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დასამტკიცებლად მისი კანდიდატურა წარედგინათ სამინისტროსთვის. შედეგად, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი 16 თეატრში ტარდება.