https://sputnik-georgia.com/20220707/partiebistvis-gamsvleli-barieris-daweva-igegmeba-kobaxidze-268295100.html
პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის დაწევა იგეგმება - „ქართული ოცნების" შეთავაზება ოპოზიციას
პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის დაწევა იგეგმება - „ქართული ოცნების" შეთავაზება ოპოზიციას
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ესაა პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას ისახავს მიზნად. 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T16:39+0400
2022-07-07T16:39+0400
2022-07-07T20:50+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_85:0:3726:2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილებები პარლამენტში პარტიების გამსვლელი ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევისა და 2024 წლიდან არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.უკვე რამდენიმე წელია პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის დაწევა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი მოთხოვნაა. თუმცა ისინი „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვენ, რომ ყველა მომდევნო არჩევნები ამ სისტემით ჩატარდეს, მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში გაწერილია, რომ საქართველოში პროპორციული არჩევნები 2024 წლიდან ჩატარდება, მანამდე კი ყველა რიგგარეშე არჩევნები მოქმედი შერეული სისტემით გაიმართება.მისი თქმით, ესაა პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას ისახავს მიზნად.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, გამსვლელი ბარიერის დაწევა ყველაზე მეტად აწყობს მის ძირითად კონკურენტს – „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც პარლამენტში საკუთარი პარტნიორების გაყვანას შეძლებს. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებშიც დარწმუნებულია გამარჯვებაში.გამსვლელი ბარიერის შემცირებით ყველაზე მეტად მცირე პარტიები არიან დაინტერესებული. თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ვიმსჯელებთ, 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლიათ მხოლოდ „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას" და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის". 2%-იანი ბარიერის მცირედით (2,7%) გადალახვა შეძლო მხოლოდ ერთმა პარტიამ – „ლელო საქართველოსთვის“. დანარჩენმა შვიდმა პარტიამ, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენელი ჰყავთ, ამომრჩეველთა ხმის 1-1,5% მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_1eaaa3b28d0c3e539d33b3ca8e526d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა, ახალი ამბები
პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის დაწევა იგეგმება - „ქართული ოცნების" შეთავაზება ოპოზიციას
16:39 07.07.2022 (განახლებულია: 20:50 07.07.2022) კობახიძის თქმით, ესაა პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას ისახავს მიზნად.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილებები პარლამენტში პარტიების გამსვლელი ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევისა და 2024 წლიდან არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
უკვე რამდენიმე წელია პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის დაწევა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი მოთხოვნაა. თუმცა ისინი „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვენ, რომ ყველა მომდევნო არჩევნები ამ სისტემით ჩატარდეს, მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში გაწერილია, რომ საქართველოში პროპორციული არჩევნები 2024 წლიდან ჩატარდება, მანამდე კი ყველა რიგგარეშე არჩევნები მოქმედი შერეული სისტემით გაიმართება.
„დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ესაა პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, გამსვლელი ბარიერის დაწევა ყველაზე მეტად აწყობს მის ძირითად კონკურენტს – „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც პარლამენტში საკუთარი პარტნიორების გაყვანას შეძლებს. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებშიც დარწმუნებულია გამარჯვებაში.
გამსვლელი ბარიერის შემცირებით ყველაზე მეტად მცირე პარტიები არიან დაინტერესებული. თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ვიმსჯელებთ, 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლიათ მხოლოდ „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას" და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის". 2%-იანი ბარიერის მცირედით (2,7%) გადალახვა შეძლო მხოლოდ ერთმა პარტიამ – „ლელო საქართველოსთვის“. დანარჩენმა შვიდმა პარტიამ, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენელი ჰყავთ, ამომრჩეველთა ხმის 1-1,5% მიიღო.