https://sputnik-georgia.com/20220707/opozicia-evrokavsiris-rekomendaciebis-sesrulebaze-uars-ambobs-mdinaraze-268278702.html
ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უარს ამბობს - მდინარაძე
ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უარს ამბობს - მდინარაძე
Sputnik საქართველო
როგორც კი გამოცხადდა რეკომენდაციები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ პირველი პუნქტი დეპოლარიზაცია იყო, პირველი ნაბიჯი მათ სწორედ... 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T13:51+0400
2022-07-07T13:51+0400
2022-07-07T16:36+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832816_0:33:1106:655_1920x0_80_0_0_347479a8bd018f4107af8ed4c1ea739f.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ევროპული საბჭოს პირობების შესრულებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.უკვე ცნობილია, რომ პარლამენტის სპიკერთან შალვა პაპუაშვილთან ხუთშაბათს დანიშნული შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან არასრული შემადგენლობით გაიმართება – ოპოზიციური პარტიების ნაწილი უარს აცხადებს „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე განიხილავენ დეპოლარიზაციის საკითხს – ეს ევროპული საბჭოს 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანას წარუდგინეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.მისი თქმით, როგორც კი გამოცხადდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ პირველი პუნქტი დეპოლარიზაცია იყო, პირველი ნაბიჯი მათ სწორედ პოლარიზაციისკენ გადადგეს.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია შეეცადა თავისი სატელიტების მეშვეობით ქუჩის პროტესტის ჩატარებას, თუმცა არაფერი გამოვიდა, რადგან ყველა მიხვდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი წაშლილი იყო.„20-ში მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ კარგად შეიფუთა ეს აქცია. ჩვენ კი ვამბობდით, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის" მიერ დაორგანიზებული აქცია და არანაირი „შინ ევროპისკენ" რეალური სლოგანი არ არის", – განაცხადა მდინარაძემ.ერთიანობა არ იქნება: ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უარი თქვა>>მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები ამ ეტაპზე შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.მმართველი ძალის გეგმაზე ერთობლივად მუშაობაზე თანხმობა განაცხადეს პარტიებმა „მოქალაქეები", „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" და „საქართველოსთვის".ოპოზიციური პარტიების ნაწილი და 22 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ალტერნატიულ გეგმას განიხილავენ. გეგმის პუნქტებს შორისაა კომიტეტების ნაწილის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემა, არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავება, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832816_61:0:1045:738_1920x0_80_0_0_92cc618bd2b85c43042b14d148403d7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უარს ამბობს - მდინარაძე
13:51 07.07.2022 (განახლებულია: 16:36 07.07.2022) როგორც კი გამოცხადდა რეკომენდაციები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ პირველი პუნქტი დეპოლარიზაცია იყო, პირველი ნაბიჯი მათ სწორედ პოლარიზაციისკენ გადადგეს, აღნიშნა მდინარაძემ.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ევროპული საბჭოს პირობების შესრულებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
უკვე ცნობილია, რომ პარლამენტის სპიკერთან შალვა პაპუაშვილთან ხუთშაბათს დანიშნული შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან არასრული შემადგენლობით გაიმართება – ოპოზიციური პარტიების ნაწილი უარს აცხადებს „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე განიხილავენ დეპოლარიზაციის საკითხს – ეს ევროპული საბჭოს 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანას წარუდგინეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„რადიკალურ ოპოზიციაში ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გარდა, რომ ჩაერთვებიან პროცესში და მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში. ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმ დროს, როდესაც შენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას, როდესაც მთავარი საკითხი, დათქმა და პირობა ამ რეკომენდაციების შესრულებაა, ჩანასახშივე ჩანს, რომ ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებენ", – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, როგორც კი გამოცხადდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ პირველი პუნქტი დეპოლარიზაცია იყო, პირველი ნაბიჯი მათ სწორედ პოლარიზაციისკენ გადადგეს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია შეეცადა თავისი სატელიტების მეშვეობით ქუჩის პროტესტის ჩატარებას, თუმცა არაფერი გამოვიდა, რადგან ყველა მიხვდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი წაშლილი იყო.
„20-ში მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ კარგად შეიფუთა ეს აქცია. ჩვენ კი ვამბობდით, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის" მიერ დაორგანიზებული აქცია და არანაირი „შინ ევროპისკენ" რეალური სლოგანი არ არის", – განაცხადა მდინარაძემ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები ამ ეტაპზე შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.
მმართველი ძალის გეგმაზე ერთობლივად მუშაობაზე თანხმობა განაცხადეს პარტიებმა „მოქალაქეები", „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" და „საქართველოსთვის".
ოპოზიციური პარტიების ნაწილი და 22 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ალტერნატიულ გეგმას განიხილავენ. გეგმის პუნქტებს შორისაა კომიტეტების ნაწილის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემა, არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავება, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და სხვ.