მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შვეიცარიის პრეზიდენტი რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშიიგნაციო კასისი
იგნაციო კასისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, ასეთი ქმედებები მოითხოვს სამართლებრივ საფუძველს, განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნაციო კასისმა ლუგანოში გამართულ კონფერენციაზე.
„საკუთრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, ადამიანის უფლება. აუცილებელია მოქალაქეების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე. ამას ჰქვია ლიბერალური დემოკრატია“, − განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
კასისმა აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევა შესაძლებელია − როგორც ამას ბევრი ქვეყნის ხელისუფლება აკეთებდა კოროვირუსული პანდემიის დროს, „მაგრამ ამისთვის საჭიროა სამართლებრივი საფუძველი“. ახლა კი, მისი აზრით, ევროპაში აქტივების მხოლოდ გაყინვაა შესაძლებელი, რათა მათი წარმომავლობა გაირკვეს და ასევე დადგინდეს, უკავშირდება თუ არა ისინი უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციას“.
შვეიცარიის პრეზიდენტმა აქვე დაამატა, რომ გადაწყვეტილება რუსული აქტივების კიევის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ „იდეალური იქნებოდა უკრაინაში არსებული სიტუაციისთვის“. მაგრამ ეს პრეცედენტს შექმნის „ბევრი სხვა სიტუაციისთვის“.
კიევმა ლუგანოში, სადაც 4-5 ივლისს უკრაინასთან დაკავშირებით კონფერენცია იმართებოდა, 750 მლრდ დოლარზე გათვლილი აღდგენის გეგმა წარმოადგინა. უკრაინის პრემიერ- მინისტრ დენის შმიგალის თქმით, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს, ვინაიდან საფასური იმ აგრესორმა უნდა გადაიხადოს, ვინც „ანგრევს ინფრასტრუქტურას, სკოლებსა და საავადმყოფოებს“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
მსოფლიო დღეს
ბრიტანეთი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე მუშაობს
ივნისის ბოლოს კანადის სენატმა დაამტკიცა ნორმა, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა, რათა ის „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეში დარღვევის შედეგად დაზარალებული უცხო სახელმწიფოს აღსადგენად“ იყოს გამოყენებული.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა მხარი დაუჭირა ამ იდეას და განაცხადა, რომ ლონდონი ოტავის მაგალითს გამოიყენებს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ასევე გამოთქვა იმედი, რომ კონგრესის შემდგომი ნაბიჯები გააჩენს საშუალებას, რომ რუსი ბიზმესმენებისთვის ჩამორთმეული აქტივები უკრაინას გადაეცეს.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ იქნება „პირდაპირი ქურდობა“ და დასძინა, რომ ასეთი ქმედებები მოსკოვისგან პასუხს მოითხოვს.
წყარო: The Guardian
ყველა ახალი ამბავი
0