მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანეთი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე მუშაობს

© photo: Sputnik / Alex Macknoton
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა უნდა მიბაძოს კანადას და გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია უნდა მოახდინოს, რათა ისინი უკრაინას გადაეცეს, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
მისი აზრით, დიდი ალბათობით, ამისთვის პარლამენტს ახალი კანონის მიღება დასჭირდება, თუმცა ეს არცთუ აუცილებელია.

„მე მხარს ვუჭერ ამ კონცეფციას. ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ ამ საკითხს. კანადელებმა ახლახან ფაქტობრივად მიიღეს კანონი, რომელზეც ჩვენ შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებთან ვმუშაობთ. მე, რაღა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ იდეას. ჩვენ უბრალოდ უნდა გავერკვეთ დეტალებში“, − აღნიშნა ტრასმა.

მისი თქმით, ჩამორთმეული აქტივები შეიძლება გადაეცეს როგორც დაზარალებულ ფიზიკურ პირებს − რეპარაციის სახით, ისე უკრაინის სახელმწიფოს.
რუსული აქტივების ჩამორთმევის საკითხს ახლა სხვა ქვეყნებიც განიხილავენ, მათ შორის აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოები. „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ G7 ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გამოიყენონ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის დასახმარებლად. იმ ქვეყნებში, რომლებმაც სანქციები დაუწესეს რუსეთს უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ საპასუხოდ, თითქმის 300 მილიარდი დოლარის ოქროსა და სავალუტო რეზერვები, ასევე რუსი ბიზნესმენებისა და კომპანიების კუთვნილი მილიარდობით დოლარის აქტივებია გაყინული.
წყარო: The Guardian
ყველა ახალი ამბავი
0