გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
ოზთურქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული, რისთვისაც ის პატიმრობაშია – მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გალიფ ოზთურქის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლემ ბრალდებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 500 ლარით დააჯარიმა.
ბიზნესმენს გამოძიება მარიხუანის შეძენა-შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას ედავებოდა. ეს თურქი ბიზნესმენის მიმართ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდებაა.
პროცესზე, რომელსაც ოზთურქი დისტანციურად ესწრებოდა, ბიზნესმენის ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლო ექპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა.

„მჯერა, რომ საქართველოს სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოში ბიზნესისა და ტურიზმის გარდა არაფერი გამიკეთებია. მე შანტაჟის მსხვერპლი ვარ”, – განაცხადა პროცესზე ოზთურქმა.

გალიფ ოზთურქი ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 31 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს. ამჟამად ბიზნესმენი ბრალდებულის სტატუსით პატიმრობაში იმყოფება.
თურქეთი გალიფ ოზთურგის ექსტრადიციას მოითხოვს>>>
ოზთურქს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) აქვს წარდგენილი, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გალიფ ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. თურქეთში იგი არაერთი სასამართლო პროცესის ფიგურანტი იყო და იქ მას დაუსწრებლად უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
საქართველოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.
ივნისში თურქეთმა გალიფ ოზთურქის ექსტადიცია მოითხოვა.
ყველა ახალი ამბავი
0