https://sputnik-georgia.com/20220610/turqeti-galip-ozturqis-eqstradicias-moitxovs-267333232.html
თურქეთი გალიფ ოზთურგის ექსტრადიციას მოითხოვს
თურქეთი გალიფ ოზთურგის ექსტრადიციას მოითხოვს
Sputnik საქართველო
გალიფ ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. თურქეთში იგი არაერთი სასამართლო პროცესის ფიგურანტი იყო და იქ დაუსწრებლად უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. 10.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-10T16:40+0400
2022-06-10T16:40+0400
2022-06-10T20:49+0400
საქართველო
თურქეთი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261424912_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_ab6743ce8d4fb03d385eccb444d9767c.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თურქეთი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადიციას მოითხოვს, რომელსაც საქართველოში ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ჟურნალისტებთან.გალიფ ოზთურქი ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 31 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს. ამჟამად ბიზნესმენი ბრალდებულის სტატუსით პატიმრობაში იმყოფება.როგორც ელჩმა აღნიშნა, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეობისა, ოზთურქი ასევე რჩება თურქეთის მოქალაქედ, რაც მისი ექსტრადიციის მოთხოვნის უფლებას იძლევა. გალიფ ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. თურქეთში იგი არაერთი სასამართლო პროცესის ფიგურანტი იყო და იქ მას დაუსწრებლად უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.საქართველოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.ოზთურქის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს ჩაინიშნა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261424912_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_8b4a21d2951c0f188a0a0398b1cf2e4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თურქეთი გალიფ ოზთურგის ექსტრადიციას მოითხოვს
16:40 10.06.2022 (განახლებულია: 20:49 10.06.2022) გალიფ ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. თურქეთში იგი არაერთი სასამართლო პროცესის ფიგურანტი იყო და იქ დაუსწრებლად უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თურქეთი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადიციას მოითხოვს, რომელსაც საქართველოში ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ჟურნალისტებთან.
გალიფ ოზთურქი ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 31 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს. ამჟამად ბიზნესმენი ბრალდებულის სტატუსით პატიმრობაში იმყოფება.
„იგი საქართველოს მოქალაქე და, შეიძლება ითქვას, ქართველი ბიზნესმენია. (თურქეთში) იგი ბრალდებული იყო და აღნიშნულ ბრალდებაზე 2018 წელს საბოლოო განაჩენი იქნა გამოტანილი. ჩვენ მისი ექსტრადიცია მოვითხოვეთ და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა იაზგანმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეობისა, ოზთურქი ასევე რჩება თურქეთის მოქალაქედ, რაც მისი ექსტრადიციის მოთხოვნის უფლებას იძლევა.
გალიფ ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. თურქეთში იგი არაერთი სასამართლო პროცესის ფიგურანტი იყო და იქ მას დაუსწრებლად უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
საქართველოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.
ოზთურქის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს ჩაინიშნა.