სასტიკი მკვლელობა ციხეში - პროკურატურამ მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, საკანში პატიმრებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik.საქართველოს პროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის ჩხუბის დროს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია მკვლელობის გახსნის შესახებ, რომელიც 2021 წლის 26 ივლისს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა. გამოძიების ცნობით, საკანში პატიმრებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ჩხუბის დროს შურისძიების მოტივით მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი გაკოჭა და მოკვლის განზრახვით მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა.
ციხეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია>>>
განხორციელებული ძალადობის შედეგად პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაწესებულების მედპუნქტში გარდაიცვალა.
პროკურატურამ პატიმარს ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0