https://sputnik-georgia.com/20220705/gakocha-da-tavi-artymevina-cixeshi-momxdari-mkvleloba-gaxsnilia-268217567.html
ციხეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
ციხეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
Sputnik საქართველო
საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T18:50+0400
2022-07-05T18:50+0400
2022-07-05T22:14+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.შემთხვევა 2021 წლის 26 ივლისს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა. გამოძიების ცნობით, საკანში პატიმრებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.დანაშაულში მხილებულმა პატიმარმა ჩხუბის დროს შურისძიების მოტივით მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი გაკოჭა და მოკვლის განზრახვით მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა.განხორციელებული ძალადობის შედეგად პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაწესებულების მედპუნქტში გარდაიცვალა.გამოძიების პროცესში შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, ანაწმენდები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. გამოიკითხა 100-მდე პირი, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პატიმრები, სამედიცინო ექსპერტი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.გარდა ამისა, საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ციხეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
18:50 05.07.2022 (განახლებულია: 22:14 05.07.2022) საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
შემთხვევა 2021 წლის 26 ივლისს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა. გამოძიების ცნობით, საკანში პატიმრებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დანაშაულში მხილებულმა პატიმარმა ჩხუბის დროს შურისძიების მოტივით მასთან დაპირისპირებაში მყოფი პატიმარი გაკოჭა და მოკვლის განზრახვით მეტალის კორპუსის მქონე მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა.
განხორციელებული ძალადობის შედეგად პატიმარმა თავის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაწესებულების მედპუნქტში გარდაიცვალა.
გამოძიების პროცესში შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, ანაწმენდები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. გამოიკითხა 100-მდე პირი, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პატიმრები, სამედიცინო ექსპერტი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
გარდა ამისა, საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.
მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ პატიმარს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა.