მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩავა თუ არა ჩინეთის ლიდერი რუსეთში: პეკინის კომენტარი

© photo: Sputnik / Alexey Drujinin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. რუსეთისა და ჩინეთის მეთაურები პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინარჩუნებენ მჭიდრო კონტაქტებს სხვადასხვა სფეროში, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა ბრიფინგზე.
მანამდე მასმედიით გავრცელდა ხმები, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უარი თქვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევაზე რუსეთში.

„COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან ჩინეთისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურები და მაღალი თანამდებობის პირები მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებდნენ სხვადასხვა საშუალებებით, ახორციელებენ დროულ და ეფექტურ კომუნიკაციას ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებში“, − განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.

ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, თქვა თუ არა უარი სი ძინპინმა რუსეთში ვიზიტზე.
მანამდე იაპონური გაზეთი Yomiuri დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სი ძინპინმა არ მიიღო ვლადიმირ პუტინის მიწვევა და ამის მიზეზად COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დაასახელა.
როგორც გამოცემამ დაწერა, ჩინეთის ლიდერს „სიტუაციის სტაბილიზაცია“ სურს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რუსეთში მოგზაურობამ კი შეიძლება „შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან კონფლიქტის შემდგომი გაღრმავება გამოიწვიოს“.
აღსანიშნავია, რომ სი ძინპინს ჩინეთი 2020 წლის იანვრის ბოლოდან არ დაუტოვებია. ჩინეთის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს პირისპირ ბოლოს 4 თებერვალს შეხვდა, როდესაც ვლადიმირ პუტინი პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ჩავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0