https://sputnik-georgia.com/20220705/zilis-poza-da-trombozi-268209250.html
როგორ გძინავთ? დასახელდა პოზა, რომელიც ღრმა ვენების თრომბოზის რისკს ზრდის
როგორ გძინავთ? დასახელდა პოზა, რომელიც ღრმა ვენების თრომბოზის რისკს ზრდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც თრომბებთანაა დაკავშირებული, არის მათი ფილტვებში მოხვედრის რისკი, რასაც ყოველწლიურად ასობით... 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T13:32+0400
2022-07-05T13:32+0400
2023-08-17T10:48+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/78/237967850_354:4:1600:705_1920x0_80_0_0_0791c9ae4301996283eef33b34f07aa7.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც თრომბებთანაა დაკავშირებული, არის მათი ფილტვებში მოხვედრის რისკი, რასაც ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ეწირება. ამას ხშირად აიგივებენ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესთან. თუმცა ძილის გარკვეულმა პოზებმა ასევე შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი, წერს გაზეთი Daily Mail.Mayo Clinic-ის სპეციალისტების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თრომბის ზემოქმედება მისი ადგილმდებარეობით განისაზღვრება, ამასთან თრომბი, როგორც წესი, უვნებელია, თუ ის არ მოძრაობს.არ გამოტოვოთ: თუ დაღლილი იღვიძებთ - დასახელდა ძილის საუკეთესო და მავნებელი პოზებითრომბების უმეტესობა ჩვეულებრივ წარმოიქმნება ფეხების, მენჯისა და ზოგჯერ მკლავების ვენებში. ამ მდგომარეობის სამედიცინო ტერმინია ღრმა ვენების თრომბოზი. მათ ფორმირებას შეიძლება ძილის დროს სხეულის გარკვეულმა პოზებმა შეუწყოს ხელი.მედიკოსების განმარტებით, ადამიანები საწოლში, როგორც წესი, ჰორიზონტალურად წვანან, ამიტომ კიდურებისკენ სისხლის ძლიერი ნაკადი არ მიემართება. მაგრამ თუ ადამიანი მჯდომარე, ანუ ვერტიკალურ პოზაში დაიძინებს, სისხლის მიმოქცევა შესაძლოა შეფერხდეს და პრობლემები წარმოიშვას.თუმცა იქვე განმარტავენ, რომ კიდურების ვენებში თრომბები შეიძლება მაშინ წარმოიქმნას, თუ ხელები ან ფეხები რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება მოხრილი. ანუ ასეთ მდგომარეობაში დაძინებით თრომბების გაჩენის რისკი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთ პოზაში კარგად იძინებთ, საკმაოდ დაბალია.არ გამოტოვოთ: დადგინდა ძილის იდეალური ხანგრძლივობა – თუ დიდხანს სიცოცხლე გსურთასე რომ, მჯდომარე პოზაში ძილი შეიძლება გარკვეულწილად სარისკო იყოს, მაგრამ ამგვარად ძილის ჩვევა ვერ იქნება ჯანმრთელობისთვის საშიში, თუ ადამიანს ქრონიკული დაავადებები არ აწუხებს.ამასთან, როგორც ექიმები ამბობენ, ვერტიკალურ პოზაში ძილი არ არის ერთადერთი მდგომარეობა, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.ექსპერტების თქმით, ზურგზე ძილის დროს ენამ და ყბამ შეიძლება ჰაერის ნაკადი დაბლოკოს, რაც ხშირად ობსტრუქციულ აპნოეს ავითარებს. ეს კი გულს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ მარცხენა გვერდზე ძილი უარყოფითად მოქმედებს გულის ელექტრულ იმპულსებზე. თუმცა, როგორც მედიცინის დოქტორი მონიკა ვასერმანი ამბობს, „ამჟამად არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მარცხენა გვერდზე ძილი ზრდის გულის შეტევისა და სხვა დაავადებების რისკს, განსაკუთრებით, ჯანმრთელი გულის მქონე ადამიანებში“.არ გამოტოვოთ: ვისთვის არის სასიკვდილოდ სახიფათო დღისით ძილი - კვლევის შედეგებიმისი თქმით, მარცხენა გვერდზე ძილის ერთადერთი ცნობილი რისკი ისაა, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მათზე, ვისაც უკვე აქვს გულის დაავადება.უფრო მეტიც, ხშირად ორსულები სწორედ მარცხენა გვერდზე წოლას არჩევენ და არა მარჯვენა გვერდზე ან ზურგზე, რათა საშვილოსნოზე ზეწოლა შეამცირონ, რადგან ეს ღრმა ვენების თრომბოზის ცნობილი რისკ-ფაქტორია.წყარო: Daily Mail
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/78/237967850_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_3dc299d26210b21525e876192af15dcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც თრომბებთანაა დაკავშირებული, არის მათი ფილტვებში მოხვედრის რისკი, რასაც ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ეწირება. ამას ხშირად აიგივებენ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესთან. თუმცა ძილის გარკვეულმა პოზებმა ასევე შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი, წერს გაზეთი Daily Mail.
Mayo Clinic-ის სპეციალისტების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თრომბის ზემოქმედება მისი ადგილმდებარეობით განისაზღვრება, ამასთან თრომბი, როგორც წესი, უვნებელია, თუ ის არ მოძრაობს.
თრომბების უმეტესობა ჩვეულებრივ წარმოიქმნება ფეხების, მენჯისა და ზოგჯერ მკლავების ვენებში. ამ მდგომარეობის სამედიცინო ტერმინია ღრმა ვენების თრომბოზი. მათ ფორმირებას შეიძლება ძილის დროს სხეულის გარკვეულმა პოზებმა შეუწყოს ხელი.
მედიკოსების განმარტებით, ადამიანები საწოლში, როგორც წესი, ჰორიზონტალურად წვანან, ამიტომ კიდურებისკენ სისხლის ძლიერი ნაკადი არ მიემართება. მაგრამ თუ ადამიანი მჯდომარე, ანუ ვერტიკალურ პოზაში დაიძინებს, სისხლის მიმოქცევა შესაძლოა შეფერხდეს და პრობლემები წარმოიშვას.
„სავარძელში მჯდომარე ძილმა ზოგ შემთხვევაში შეიძლება ღრმა ვენების თრომბოზის რისკი გაზარდოს“, — აცხადებენ ექიმები.
თუმცა იქვე განმარტავენ, რომ კიდურების ვენებში თრომბები შეიძლება მაშინ წარმოიქმნას, თუ ხელები ან ფეხები რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება მოხრილი. ანუ ასეთ მდგომარეობაში დაძინებით თრომბების გაჩენის რისკი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთ პოზაში კარგად იძინებთ, საკმაოდ დაბალია.
ასე რომ, მჯდომარე პოზაში ძილი შეიძლება გარკვეულწილად სარისკო იყოს, მაგრამ ამგვარად ძილის ჩვევა ვერ იქნება ჯანმრთელობისთვის საშიში, თუ ადამიანს ქრონიკული დაავადებები არ აწუხებს.
ამასთან, როგორც ექიმები ამბობენ, ვერტიკალურ პოზაში ძილი არ არის ერთადერთი მდგომარეობა, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ექსპერტების თქმით, ზურგზე ძილის დროს ენამ და ყბამ შეიძლება ჰაერის ნაკადი დაბლოკოს, რაც ხშირად ობსტრუქციულ აპნოეს ავითარებს. ეს კი გულს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ მარცხენა გვერდზე ძილი უარყოფითად მოქმედებს გულის ელექტრულ იმპულსებზე. თუმცა, როგორც მედიცინის დოქტორი მონიკა ვასერმანი ამბობს, „ამჟამად არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მარცხენა გვერდზე ძილი ზრდის გულის შეტევისა და სხვა დაავადებების რისკს, განსაკუთრებით, ჯანმრთელი გულის მქონე ადამიანებში“.
მისი თქმით, მარცხენა გვერდზე ძილის ერთადერთი ცნობილი რისკი ისაა, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მათზე, ვისაც უკვე აქვს გულის დაავადება.
უფრო მეტიც, ხშირად ორსულები სწორედ მარცხენა გვერდზე წოლას არჩევენ და არა მარჯვენა გვერდზე ან ზურგზე, რათა საშვილოსნოზე ზეწოლა შეამცირონ, რადგან ეს ღრმა ვენების თრომბოზის ცნობილი რისკ-ფაქტორია.