ქართული საფეხბურთო კლუბები ევროტურნირებზე გამოსვლას იწყებენ

© photo: Sputnik / ბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-6 და 12-13 ივლისს გაიმართება, მეორე ეტაპის მატჩები კი 19-20 და 26-27 ივლისს ჩატარდება.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ 5 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-6 და 12-13 ივლისს გაიმართება, მეორე ეტაპის მატჩები კი 19-20 და 26-27 ივლისს ჩატარდება.
გამარჯვების შემთხვევაში ბათუმური კლუბი „ტობოლი“ (ყაზახეთი) – „ფერენცვაროშის“ (უნგრეთი) წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ბათუმის „დინამოსა“ და ბრატისლავის „სლოვანის“ შეხვედრაში დამარცხებული კლუბი კონფერენს-ლიგაში გადაინაცვლებს.
რაც შეეხება კონფერენს-ლიგას, აღნიშნულ ტურნირზე 7 ივლისს საქართველოს სამი კლუბი – თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და გორის „დილა“ იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა>>
თბილისის „დინამო“ ესტონურ „პაიდესთან“ ითამაშებს, „დილა“ ფინურ „კუპსს“ დაუპირისპირდება, ხოლო „საბურთალო“ ალბანურ „პარტიზანს“ შეხვდება. საპასუხო მატჩები 14 ივლისს გაიმართება.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგაში კლუბების პოზიციას, ამჟამად საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის „დინამო“ 47 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზეა თბილისის „დინამო“ (38), მეოთხეზე „დილა“ (34), ხოლო ევროასპარეზზე საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი „საბურთალო“ 30 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
ყველა ახალი ამბავი
0