https://sputnik-georgia.com/20220623/saqartvelos-nakrebi-fifas-reitingsi-dawinaurda-267769213.html
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებს ივნისის სანაკრებო მატჩების დროს წარმატებული ასპარეზობა დაუფასდა და 20,15 სარეიტინგო ქულა დაემატა. 23.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-23T14:22+0400
2022-06-23T14:22+0400
2022-06-23T20:33+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262008147_0:70:1673:1011_1920x0_80_0_0_0d0a4f08edd146d656c24f81ba327957.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ფიფამ ივნისის სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამი პოზიციით დაწინაურდა.საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც რეიტინგშიც აისახა. ივნისის სანაკრებო პაუზის წარმატებულად ჩატარების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 20,15 ქულა დაემატა (სულ 1.296,46) და რეიტინგში 85-ე ადგილიდან 82-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.რეიტინგში საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტთა სია კი ასე გამოიყურება:ფიფას რეიტინგის ლიდერი კვლავ ბრაზილიაა, რომელსაც ბელგია მოჰყვება. ამასთან, პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა – არგენტინამ საფრანგეთს გადაასწრო, ესპანეთმა – იტალიას, ნიდერლანდმა პორტუგალიასა და დანიას აჯობა, ხოლო დანიამ მექსიკას გადაასწრო და ათეულში შევიდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ოთხი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა გიბრალტარი 4:0, ბულგარეთი 5:2 და ჩრდილოეთ მაკედონია 3:0 დაამარცხა, ხოლო ბულგარეთთან მეორე დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262008147_117:0:1557:1080_1920x0_80_0_0_7661c24dfc1890144d8224749c91e5f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
14:22 23.06.2022 (განახლებულია: 20:33 23.06.2022) საქართველოს ნაკრებს ივნისის სანაკრებო მატჩების დროს წარმატებული ასპარეზობა დაუფასდა და 20,15 სარეიტინგო ქულა დაემატა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ფიფამ ივნისის სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამი პოზიციით დაწინაურდა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც რეიტინგშიც აისახა. ივნისის სანაკრებო პაუზის წარმატებულად ჩატარების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 20,15 ქულა დაემატა (სულ 1.296,46) და რეიტინგში 85-ე ადგილიდან 82-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
რეიტინგში საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტთა სია კი ასე გამოიყურება:
ფიფას რეიტინგის ლიდერი კვლავ ბრაზილიაა, რომელსაც ბელგია მოჰყვება. ამასთან, პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა – არგენტინამ საფრანგეთს გადაასწრო, ესპანეთმა – იტალიას, ნიდერლანდმა პორტუგალიასა და დანიას აჯობა, ხოლო დანიამ მექსიკას გადაასწრო და ათეულში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ოთხი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა გიბრალტარი 4:0, ბულგარეთი 5:2 და ჩრდილოეთ მაკედონია 3:0 დაამარცხა, ხოლო ბულგარეთთან მეორე დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.