თბილისის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი 90-მდე ავტომობილით განახლდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი Skoda-ს მარკის სედანის ტიპის 89 ახალი ავტომობილით შეივსო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პოლიციის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროგრამის მიზანია პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

„ახალი ავტომობილები განკუთვნილია თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვის. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე დანაშაულის პრევენციას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად ანახლებს ავტოპარკს. გასულ წელს პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ავტომობილით განახლდა. უწყება მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.
ყველა ახალი ამბავი
0