„ეს სიცრუეა“: პესკოვმა გავრცელებული ხმები უარყო

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთში ჩამოსვლაზე უარი თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ეს სრული სიცრუეა. საქმე ისაა, რომ გარკვეული შეზღუდვები ჩინეთში გრძელდება. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. პუტინს აქვს მოქმედი მიწვევა ჩინეთში, ასევე ძინპინს — მოწვევა რუსეთში. შეზღუდვების შემსუბუქების კვლადაკვალ, რა თქმა უნდა, ყველა ვიზიტი განხორციელდება“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მანამდე იაპონური გაზეთი Yomiuri დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სი ძინპინმა უარი თქვა ვლადიმირ პუტინის მიწვევაზე და ამის მიზეზად COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დაასახელა.
როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის ლიდერს „სიტუაციის სტაბილიზაცია“ სურს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში კომუნისტური პარტიის ყრილობის წინ, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. რუსეთში მოგზაურობამ კი შეიძლება „შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან კონფლიქტის შემდგომი გაღრმავება გამოიწვიოს, რომლებიც რუსეთზე ზეწოლას აძლიერებენ“.
აღსანიშნავია, რომ სი ძინპინს ჩინეთი 2020 წლის იანვრის ბოლოდან არ დაუტოვებია. ჩინეთის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს პირისპირ 4 თებერვალს შეხვდა, როდესაც ვლადიმირ პუტინი პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ჩავიდა.
ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ საპასუხოდ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებთან მიერთებაზე. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ პეკინი მოსკოვის მხარეს დადგა. G7-ის ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს ჩინეთს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა მისი „სამხედრო აგრესია შეწყდეს“.
ყველა ახალი ამბავი
0