Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კარგი ადამიანი აღმოჩნდა“- ლაშა ღლონტმა ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი ქართული სიმღერით გააგიჟა

© courtesy of Lasha Glontiლაშა ღლონტი
ლაშა ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
შარშან თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი ესტუმრა. მასთან ერთად სუფრასთან ლაშა ღლონტი და „ალილოც“ აღმოჩნდნენ.
მომღერალი ამ შეხვედრას ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან უნდოდა ამ ადამიანის გაცნობა.
ლაშა ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
„მაპატიეთ, ყველას ვერ გპასუხობთ“: ჩამონგრეულ კორპუსში ლაშა ღლონტის დედა ცხოვრობდა

„რომ შევხედე, მაშინვე ვიცანი, გარეგნულად მართლა ძალიან ჰგავს ცნობილ ბაბუას. თუმცა მერე გაგვაფრთხილეს, ცოტა სხვანაირი მიდგომები აქვს, ამით თავს არ იწონებს და არც აფიშირება უყვარს, ამიტომ ბაბუაზე თქვენც ნუ გააკეთებთ პედალირებასო. თუმცა, ხომ იცით, ქართველები ვართ, ერთი ჭიქა ღვინო დავალევინეთ, მრავალჟამიერი ვუმღერეთ, გავხსენით და, რავარი იყო ბაბუაშენი-მეთქი, კი დავიწყეთ ამაზე საუბარი. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. გაგიჟდა, ქართული სიმღერა ისე მოეწონა. ჩვენც თავი გავიგიჟეთ, რომ ჩვენი კულტურის ხიბლი მაქსიმალურად კარგად შეეგრძნო, თვითონაც წარმოგვიდგინა საინტერესო კომპოზიციები ექსპრომტად და ძალიან ვისიამოვნეთ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო“, – იხსენებს მუსიკოსი.

ყველა ახალი ამბავი
0