„მაპატიეთ, ყველას ვერ გპასუხობთ“: ჩამონგრეულ კორპუსში ლაშა ღლონტის დედა ცხოვრობდა

© photo: courtesy of Lasha Glontiლაშა ღლონტი
ლაშა ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ერთ-ერთი ბინა ცნობილ მუსიკოსს ლაშა ღლონტს ეკუთვნოდა, რაც მისი პირადი ფეისბუქ-გვერდიდან ხდება ცნობილი.
როგორც ჩანს, ბინაში მომღერლის დედა ცხოვრობდა, ვინაიდან ლაშა ღლონტი მის უვნებლად ყოფნაზე ამახვილებს ყურადღებას და ამასთან ბოდიშს უხდის მეგობრებს, რომ ყველა ზარს ვერ პასუხობს.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ მომღერლის კუთვნილი ბინა არა უშუალოდ ჩამონგრეულ, არამედ მის გვერდით სადარბაზოში მდებარეობდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო. ტრაგედიის რეალურ მიზეზებს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0