https://sputnik-georgia.com/20220705/kanoes-federaciam-navebi-da-trenajori-miiro-268217417.html
საქართველოს კანოეს ფედერაციამ ახალი ნავები და ტრენაჟორი მიიღო
საქართველოს კანოეს ფედერაციამ ახალი ნავები და ტრენაჟორი მიიღო
Sputnik საქართველო
ორ წელიწადში ფოთთან, სოფელ მალთაყვში ნიჩბოსნობის ბაზის აღდგენა დასრულდება. 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T19:24+0400
2022-07-05T19:24+0400
2022-07-05T22:20+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/05/268215635_0:71:1281:791_1920x0_80_0_0_dac7fe890e10a0da0ba63cf4f765e593.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კანოეს ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადასცეს, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.კულტურის მინისტრი თეა წულუკინი პირადად ეწვია მცხეთაში ნიჩბოსნობის ბაზას, სადაც ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადაეცა.როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს როგორც ახალგაზრდულ ტურნირებზე, ისე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გამართულ შეჯიბრებებზე.სავარჯიშო ნავების არქონის პრობლემა ჯერ კიდევ 2021 წელს მინისტრსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გამოიკვეთა. მაშინ წულუკიანმა კანოეს ფედერაციას ამ პრობლემის გადაწყვეტაში მხარდაჭერა აღუთქვა.პრემიერი რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას გაეცნო>>ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აღდგებოდა ფოთის მუნიციპალიტეტის სოფელ მალთაყვის ნიჩნოსნობის ისტორიული ბაზა. ბაზის აღდგენის პროცესი მომდევნო ორ წელიწადში უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ ნიჩბოსნობის ფედერაციას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო და საასპარეზო სივრცე ექნება.
https://sputnik-georgia.com/20220627/nichbosnoba-aleqsandre-wivwivadze-oqros-medlis-mplobeli-gaxda-267910902.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/05/268215635_91:0:1146:791_1920x0_80_0_0_8ac36d2d7cf89108f5648ae325dbd07b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს კანოეს ფედერაციამ ახალი ნავები და ტრენაჟორი მიიღო
19:24 05.07.2022 (განახლებულია: 22:20 05.07.2022) ორ წელიწადში ფოთთან, სოფელ მალთაყვში ნიჩბოსნობის ბაზის აღდგენა დასრულდება.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კანოეს ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადასცეს, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
კულტურის მინისტრი თეა წულუკინი პირადად ეწვია მცხეთაში ნიჩბოსნობის ბაზას, სადაც ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადაეცა.
ქართველმა ნიჩბოსნებმა 20 კანოეს ნავი, 3 სლალომის ნავი, 2 კაიაკი, 1 საპის ორიგინალი ნავი, 1 კატარღა და 1 კანოეს ტრენაჟორი მიიღეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს როგორც ახალგაზრდულ ტურნირებზე, ისე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გამართულ შეჯიბრებებზე.
სავარჯიშო ნავების არქონის პრობლემა ჯერ კიდევ 2021 წელს მინისტრსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გამოიკვეთა. მაშინ წულუკიანმა კანოეს ფედერაციას ამ პრობლემის გადაწყვეტაში მხარდაჭერა აღუთქვა.
ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აღდგებოდა ფოთის მუნიციპალიტეტის სოფელ მალთაყვის ნიჩნოსნობის ისტორიული ბაზა. ბაზის აღდგენის პროცესი მომდევნო ორ წელიწადში უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ ნიჩბოსნობის ფედერაციას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო და საასპარეზო სივრცე ექნება.