https://sputnik-georgia.com/20220408/premieri-rustavsi-nicbosnobis-skolis-mseneblobas-gaecno-265840437.html
პრემიერი რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას გაეცნო
პრემიერი რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას გაეცნო
Sputnik საქართველო
სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. 08.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-08T14:27+0400
2022-04-08T14:27+0400
2022-04-08T17:18+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24661/85/246618571_0:68:3001:1756_1920x0_80_0_0_58a1d5da2f7a0cd69eb0383e564e2b0e.jpg
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ რუსთავში ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.მთავრობის მეთაურის თქმით, ვინაიდან ქალაქ რუსთავში ნიჩბოსნობის სპორტის სახეობას არსებობის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, ნიჩბოსნობის კლუბის მშენებლობა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე სპორტულ-შემეცნებითი თვალსაზრისით.ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობა უკვე ფინალურ ეტაპზეა. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრებლები, ხოლო მას შემდეგ, რაც ნიჩბოსნობის სკოლა ფუნქციონირებას დაიწყებს, ქალაქში დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.პარალელურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს არაერთი საინტერესო კონცეფციის დამუშავება სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებისა და განვითარების კუთხით.რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება>>პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა 18-23 წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე. მან აღნიშნა, რომ პროექტი იქნება უდიდესი მოტივაცია აღნიშნული ტრადიციული სპორტის მიმდევრებისთვის.მიმდინარე სამუშაოებს, მთავრობის მეთაურთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24661/85/246618571_284:0:2715:1823_1920x0_80_0_0_48fc62dfd305509404ec34bcf13bdb0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
პრემიერი რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას გაეცნო
14:27 08.04.2022 (განახლებულია: 17:18 08.04.2022) სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ რუსთავში ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პროექტის მიზანია ქალაქ რუსთავში ინფრასტრუქტურული, შემეცნებითი, სპორტული და გამაჯანსაღებელი გარემოს გაუმჯობესება, რომლის შედეგადაც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა დანიშნულების სივრცითა და სპორტული ინვენტარით. შენობაში და მის მიმდებარედ განთავსდება სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები, მოსასვენებელი კუთხეები, კონცეპტუალური სივრცეები და ა.შ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვინაიდან ქალაქ რუსთავში ნიჩბოსნობის სპორტის სახეობას არსებობის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, ნიჩბოსნობის კლუბის მშენებლობა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე სპორტულ-შემეცნებითი თვალსაზრისით.
ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობა უკვე ფინალურ ეტაპზეა. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრებლები, ხოლო მას შემდეგ, რაც ნიჩბოსნობის სკოლა ფუნქციონირებას დაიწყებს, ქალაქში დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
პარალელურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს არაერთი საინტერესო კონცეფციის დამუშავება სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებისა და განვითარების კუთხით.
პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა 18-23 წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე. მან აღნიშნა, რომ პროექტი იქნება უდიდესი მოტივაცია აღნიშნული ტრადიციული სპორტის მიმდევრებისთვის.
მიმდინარე სამუშაოებს, მთავრობის მეთაურთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნენ.