https://sputnik-georgia.com/20220705/acharashi-xixanis-cixe-turistebistvis-xelmisawvdomi-gaxdeba-268210827.html
აჭარაში ხიხანის ციხე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება
აჭარაში ხიხანის ციხე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება
Sputnik საქართველო
ზღვის დონიდან 2.236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე-სიმაგრე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ძნელად მისასვლელი ადგილია. 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T18:19+0400
2022-07-05T18:19+0400
2022-07-05T22:09+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ტურიზმი საქართველოში
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0a/267323066_0:640:1365:1408_1920x0_80_0_0_b646effce4cb81aeec336bc0891ead01.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. აჭარაში ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.კლდეზე აგებული ხიხანის ციხე მთიანი აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორპოსტია. ის XI-XIII საუკუნეებითაა დათარიღებული და მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. ადრე მას სტარტეგიული დანიშნულება ჰქონდა – იქიდან აკონტროლებდნენ სავაჭრო გზას.ციხე უნიკალურია როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე ლანდშაფტით.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით დაიწყო, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის.ერთკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის ძირითადი ნაწილი გაფართოებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და მომზადება მოაჯირების, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების დასამონტაჟებლად.მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო წელს ციხის დალაშქვრა შეიზღუდება, თუმცა 2023 წლიდან განახლებული ბილიკით ხიხანის ციხე ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხიხაძირის ხეობაში.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0a/267323066_0:512:1365:1536_1920x0_80_0_0_ce837ad07d7b55cabc43814ed3925962.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
აჭარაში ხიხანის ციხე ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება
18:19 05.07.2022 (განახლებულია: 22:09 05.07.2022) ზღვის დონიდან 2.236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე-სიმაგრე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ძნელად მისასვლელი ადგილია.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. აჭარაში ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
კლდეზე აგებული ხიხანის ციხე მთიანი აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორპოსტია. ის XI-XIII საუკუნეებითაა დათარიღებული და მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. ადრე მას სტარტეგიული დანიშნულება ჰქონდა – იქიდან აკონტროლებდნენ სავაჭრო გზას.
ციხე უნიკალურია როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე ლანდშაფტით.
ზღვის დონიდან 2.236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხეზე ასვლა შესაძლებელია მხოლოდ ციცაბო მთაზე გაკვალული ბილიკით, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებში სახიფათოა და მისი დალაშქვრა განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით დაიწყო, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის.
ერთკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის ძირითადი ნაწილი გაფართოებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და მომზადება მოაჯირების, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების დასამონტაჟებლად.
მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო წელს ციხის დალაშქვრა შეიზღუდება, თუმცა 2023 წლიდან განახლებული ბილიკით ხიხანის ციხე ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხიხაძირის ხეობაში.