როდესაც ჭამა სიყვარულის „შემცვლელი“ ხდება...

© Pixabay / Life-Of-Pixსალათი
სალათი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
რა შეიძლება გავაკეთოთ საკუთარი თავისთვის ისე, უბრალოდ, აკრძალვებისა და კონტროლის გარეშე? რა და – ვჭამოთ. ამ დროს თავს ვაძლევთ უფლებას, „უსაფრთხოდ“ მივიღოთ სიამოვნება.
ხშირად ზედმეტი წონა მიგვანიშნებს არა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე, არამედ პრობლემებზე ურთიერთობებში, ან ცხოვრებაში ძალიან ბევრ აკრძალვაზე. ეს ხდება მიზეზი ღამის „თავდასხმებისა“ მაცივარზე, ბევრი ტკბილის, ცხიმიანისა თუ შებოლილის მიღების. საჭმელი სიყვარულის „შემცვლელი“ ხდება.
სწორედ ამიტომ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წონაში დაკლებას მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს, ისიც, ხშირ შემთხვევაში, მალევე „აკრეფს“ ხოლმე დაკლებულ კილოგრამებს და ხანდახან „გეგმას“ გადაჭარბებითაც ასრულებს. და ეს იმიტომ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გადაუწყვეტელი რჩება.
მიზეზი N1: სიყვარულის ბლოკირებული მოთხოვნა
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები მოუწესრიგებელია, თქვენ დუმხართ და ბალიშში თავჩარგული ქვითინებთ იმის გამო, რომ ვერ ამბობთ სათქმელს; ელოდებით, როდის წაიკითხავს პარტნიორი თქვენს აზრებსა და ფიქრებს, სურვილებს, მაშინ ცხადია, რატომ მიისწრაფვით ჭამისკენ.
მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს>>
უფრო „უსაფრთხოა“ ღამით მაცივარში „შეძრომა“, ვიდრე გამბედაობის მოკრება და ურთიერთობებში რამის შეცვლის გარისკვა. ესაა უარყოფის შიში, შიში, რომ „გამოგვიყენეს“, ძველი წყენა, ჩვევა, ცხოვრებაზე მოძველებული შეხედულებები...
მიზეზი N2: აღიარების მოთხოვნის ბლოკირება
შეიძლება საკუთარი სურვილების უკანა პლანზე გადაწევა და მამაკაცზე, მის მოთხოვნებსა და სურვილებზე მორგება: გვიანი ვახშამი საყვარელი კაცისთვის, სექსი მაშინ, როცა მხოლოდ მას უნდა... ანუ „ყველაფერი შენთვის, ძვირფასო, და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ვერც მამჩნევ“.
საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ასეთ მზადყოფნას თავისი შედეგები აქვს: ცრემლს ძლივს იკავებთ, „გავიწყდებათ“ თქვენი თავი – ბლოკავთ ყურადღების, სიახლოვის მოთხოვნილებას ან მეორე უკიდურესობაში ვარდებით: ჩხუბი, ისტერიკა, სკანდალები ყოველგვარი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გარეშე. და შედეგი – იგივე: „ვყლაპავთ“ (ვჭამთ ან ვსვამთ) საკუთარ „უმნიშვნელობას“.
სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?
მიზეზი N3: სექსუალური დისჰარმონია
ზედმეტი წონის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სექსიც იყოს. თუ ქალისთვის სექსი მხოლოდ მოვალეობაა, მაშინ წონა ნელ-ნელა მოიმატებს, წელიწადში, ასე, 2–3 კგ და ბოლოს მივიღებთ ქალს, რომელიც ქმარს არ აინტერესებს.
თუ სექსის მოთხოვნილება არის, მაგრამ არაა დაკმაყოფილებული, ასევე მოსალოდნელია წონის მატება. აღგზნებული მამაკაცი ასეთ ვითარებაში დაიკმაყოფილებს თავს, ქალი კი, დიდი ალბათობით, ისევ რამე ნუგბარს შეჭამს.
სადაა გამოსავალი?
პირველ რიგში, მოუყევით საკუთარ თავს თქვენს გრძნობებზე. გააცნობიერეთ, „ლეგალიზაცია“ მოახდინეთ. ეს, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, ვიდრე ნუგეშისცემა მორიგი შოკოლადით.
მოუსმინეთ არა მხოლოდ თქვენს სურვილებს, არამედ გრძნობებსაც. ილაპარაკეთ პარტნიორთან ამაზე, მათ შორის, ინტიმურ გარემოში.
ისწავლეთ ერთმანეთზე ერთნაირად ზრუნვა.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიქრების წაკითხვა შეუძლებელია. დუმილი ურთიერთობებში წყენასა და სიბრაზეს იწვევს.
გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას სექსისადმი – ის მოვალეობიდან სიამოვნებაში უნდა გადაიზარდოს.
აკრძალვები და ზედმეტი კილოგრამები
თუ ცხოვრებაში ბევრი აკრძალვაა, შიშია, მუდმივად ვაკონტროლებთ თავს შიშის გამო, რომ სხვა ადამიანი არ მიგვიღებს, ასეთ შემთხვევაში ჭამა საშუალება ხდება იმისთვის, რომ დავივიწყოთ დისციპლინა, კონტროლი და ვალდებულებები. ანუ, რა შეიძლება გავაკეთოთ საკუთარი თავისთვის ისე, უბრალოდ? რა და – ვჭამოთ. ამ დროს თავს ვაძლევთ უფლებას, „უსაფრთხოდ“ მივიღოთ სიამოვნება – უკონტროლოდ, უსაზღვროდ. სულის ბავშვურ ნაწილს ესმის – შეიძლება ჭირვეულობა, მაგრამ ურთიერთობებში თავს ამის უფლებას არ ვაძლევთ.
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა>>
როდესაც ადამიანი იდეალურობისკენ ისწრაფვის, ცდილობს შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, ჭამა ხანდახან ერთადერთ „უწყინარ გამოსავლად“ იქცევა ხოლმე.
გამოსავალი ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც: მიეცით თავს უფლება, იყოთ განსხვავებული იდეალისგან.
დაელაპარაკეთ საკუთარ სხეულს და პირობა მიეცით, რომ უფრო ფრთხილად და ყურადღებით მოექცევით მას.
შაქარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2019
ნარკოტიკზე ნებით „შემჯდარი" კაცობრიობა, ანუ რატომ მოედო პლანეტას სიმსუქნის ეპიდემია
სამი სასარგებლო ვარჯიში
„სიამოვნებების სია“
მოიფიქრეთ და შეადგინეთ სია იმისა, რაც ცხოვრებაში თქვენ და თქვენს სხეულს კმაყოფილებას ანიჭებს, ოღონდ მასში საკვები არ შეიტანოთ. შემდეგ ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეთ. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მოგწონთ მასაჟი, არომატული აბაზანა, კონტრასტული შხაპი, მუცლის ცეკვა...
„შევჭამ შვიდ წუთში“
როგორც კი მიხვდებით, რომ სამზარეულოსკენ მიდიხართ, თუმცა უახლოეს პერიოდში სულ არ აპირებდით ჭამას, ამ სავარჯიშოს შესრულებას შეუდექით: მაცივრის გამოღების ნაცვლად, თქვით: „შევჭამ 7 წუთში“ და მაშინვე გაიხსენეთ თქვენი „სიამოვნებების სია“ და რას მოასწრებთ ამ დროში. სანამ ამ საქმეებს აკეთებთ, ჭამის სურვილი შეიძლება გაქრეს.
ფეტფობია და ფეტფობერები – „დამნაშავე" მსუქანი ადამიანები>>
„ვანგრევთ „სტარტის“ მექანიზმს“
გააცნობიერეთ, რომელი მოვლენები იწვევს თქვენში საჭმლის მიმართ მტკივნეულ „ურთიერთობებს“: წინამენსტრუალური სინდომი, გამოუძინებლობა, წყენა და ა.შ. ეცადეთ ამ დროს სხვა რამეებზე გადაიტანოთ ყურადღება. თუ აღმოჩნდება, რომ ეს, ასე თუ ისე, თქვენს პარტნიორს უკავშირდება, მისწერეთ მას წერილი.
თქვით ყველაფერი, რასაც ფიქრობთ, უცენზუროდ, არ მოგერიდოთ უხეში გამოთქმების. არ იჩქაროთ ტექსტის დახევა! ამის ნაცვლად თავი პარტნიორის ადგილზე დააყენეთ და სცადეთ პრეტენზიებზე პასუხის გაცემა. ეს დაძაბულობის მოხსნასა და სიტუაციაში გარკვევაში დაგეხმარებათ. ფურცელი მხოლოდ ამის შემდეგ დახიეთ.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0