https://sputnik-georgia.com/20220607/fetfobia-fetfoberebi-damnasave-msuqani-adamianebi-267205432.html
ფეტფობია და ფეტფობერები – „დამნაშავე" მსუქანი ადამიანები
ფეტფობია და ფეტფობერები – „დამნაშავე" მსუქანი ადამიანები
Sputnik საქართველო
მსუქანი ადამიანების შიში – სოციალური ზეწოლა და უარყოფა, განდევნა. შიში ადამიანებისა და გარკვეული სოციალური იზოლაცია – ფეტფობია. 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T12:24+0400
2022-06-07T12:24+0400
2022-06-07T16:55+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23525/01/235250127_0:203:3888:2390_1920x0_80_0_0_b89c824185446847d633f25e2c7ea345.jpg
მსუქან ადამიანებზე სოციალური აგრესიის იდეამ თავის პიკს მიაღწია ზღაპრების ეპოქაში საყოველთაო თანასწორობაზე სახელწოდებით „თავად ხარ ცხოვრების ბატონ-პატრონი და შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო ნებისმიერ ასაკში". ამ ზღაპრის მეორე მხარე კი ასე ჟღერს: „თუ ხარ წარუმატებელი, ულამაზო, ცოტას გამოიმუშავებ, არ იწონი იმდენს, რამდენიც საჭიროა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია".ზედმეტი წონის შიში მშვენივრად თავსდება თანასწორობის იდეაში – როგორც არ უნდა გვინდოდეს, გვჯეროდეს სხეულზე კონტროლის უნარის ილუზიისა, ზედმეტი კილოგრამების „საშინელება" შეიძლება თითოეულ ჩვენგანს დაემართოს ასაკის, რასის, გენეტიკის ან პირადი დამსახურებით. ამ შიშისგან თავდასაცავად აღმართული გვაქვს „წესების" კედლები, განსაკუთრებით, კვებისა და ფიზიკური აქტივობის მხრივ.ფსიქიკურ მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის შიშს მსუქანი ადამიანების დანახვისას, ამასთან, მათ მიმართ ზიზღს გრძნობს, ფეტფობია ეწოდება, ასეთ ადამიანებს კი – ფეტფობები.მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს>>ფეტფობია ასევე არის ნეგატიური სტერეოტიპიზაცია ჭარბწონიანი ადამიანებისა. ფეტფობიის გამოვლენის განსაკუთრებული ნიშანია მსუქანი ადამიანის „დამოძღვრა", რომელიც გარკვეულწილად არ არის მოკლებული ფილოსოფიასა და მორალფაგური (moralfag, მორალის „ფანატიკოსი" ნეგატიური კონტექსტით) ურთიერთობების მანერებს. სწორედ ამით გამოირჩევიან ფეტფობები ძირითად მასაში, რადაც არ უნდა მიიჩნევდნენ თავს.ჭარბწონიანი ადამიანებისგან ელოდებიან და მოითხოვენ კიდეც ცვლილებებს. ეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ახლობელი ადამიანებისგან, მათ შორის ხუმრობის ფორმითაც.რაში ადანაშაულებენ ყველაზე ხშირად მსუქან ადამიანებს და რას ელოდებიან მათგან თანამედროვე საზოგადოებაში? ანუ ფეტფობერები მიიჩნევენ:– დაბალი სოციალური აქტივობა. მსუქნები სადმე კუთხეში უნდა მიიყუჟონ და ჩუმად ისხდნენ, ხოლო ადამიანების გარემოცვაში ნაკლებად მიიპყრონ ყურადღება.– მსუქნებს არა აქვთ პირადი ცხოვრება. მსუქნები მარტოობისთვის არიან განწირული – კიდევ ერთი კლიშე, რომელიც ფეტფობერებს ახასიათებთ.– ჭარბწონიანებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. დიაბეტი, ვარიკოზი, ქრონიკული გულის უკმარისობა, სახსრების პრობლემები – სწორედ ეს დაავადებების ნაკრები და ასევე ანალოგიური დაავადებები აწუხებთ მსუქნებს. ჭარბწონიანები აუცილებლად რაღაცით არიან დაავადებული, თუ ახლა არა, მომავალში მაინც დაავადდებიან – ასეთია ფეტფობიის ფილოსოფია.– მსუქნები იტანჯებიან და დაკომპლექსებული არიან. სხვაგვარად როგორ იქნება? მსუქნები უბედურები უნდა იყვნენ, უნდა რცხვენოდეთ საკუთარი თავისა და სხეულისა. რა თქმა უნდა, მათ შეიძლება უარყონ თავისი ტანჯვა, მაგრამ ფეტფობერებმა უკეთ და ბევრი იციან.– მსუქნები არ მისდევენ სპორტს. მათთვის კრედოა მინიმალური ფიზიკური აქტივობა. მათთვის სპორტი რა არის, უცნობია, ცეკვა საერთოდ უნდა დაივიწყონ. რატომ? მათ უჭირთ სწრაფად მოძრაობა, მათ გაცნობიერებული აქვთ, რა საშინლად გამოიყურებიან სხვების თვალში.– მსუქნები – დაბალი სოციალური სტატუსია. ისინი იდეალურად ესადაგებიან კლიშე-ფორმას „რატომაა ღარიბი? იმიტომ, რომ მსუქანია", „რატომაა მსუქანი? იმიტომ, რომ ღარიბია".– მსუქნებს უზარმაზარი პრობლემა აქვთ საჭმლის მონელების სისტემის მხრივ – ეს ყველაზე გავრცელებული იარლიყია ფეტფობერების მხრიდან.ფეტფობიის მსხვერპლი კი მართლა იტანჯება – გაურბის საზოგადოებაში გამოჩენას, ექიმთან მისვლას, რადგან ის ეტყვის, რომ მის პრობლემაში „დამნაშავე" მისი წონაა, ტანჯვაა მისთვის საცურაო კოსტიუმით გასვლა პლაჟზე ან აუზში, რადგან მას დასცინიან, ტანჯვაა ტანსაცმლის შერჩევა – მოგეხსენებათ რატომაც, ტანჯვაა უბრალოდ ქუჩაში გასვლაც კი…უნდა ვაღიაროთ, რომ ფეტფობია უფრო ფეტფობერის პრობლემაა, ვიდრე ჭარბწონიანი ადამიანისა. შეიძლება ითქვას, რომ ფეტფობია თავისებურად არა მარტო მსუქანი ადამიანების მიმართ ცუდი დამოკიდებულებაა, არამედ ფეტფობერის შიში, რომ თვითონაც შეიძლება გასუქდეს.
https://sputnik-georgia.com/20210125/damnaSave-hormonebi-244631068.html
https://sputnik-georgia.com/20180810/dieta-stresi-Tu-Wamaze-uaris-Tqma-241664390.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23525/01/235250127_216:0:3672:2592_1920x0_80_0_0_875f1d37f6a0238b053447e4f3d2454e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
ფეტფობია და ფეტფობერები – „დამნაშავე" მსუქანი ადამიანები
12:24 07.06.2022 (განახლებულია: 16:55 07.06.2022) მსუქანი ადამიანების შიში – სოციალური ზეწოლა და უარყოფა, განდევნა. შიში ადამიანებისა და გარკვეული სოციალური იზოლაცია – ფეტფობია.
მსუქან ადამიანებზე სოციალური აგრესიის იდეამ თავის პიკს მიაღწია ზღაპრების ეპოქაში საყოველთაო თანასწორობაზე სახელწოდებით „თავად ხარ ცხოვრების ბატონ-პატრონი და შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო ნებისმიერ ასაკში". ამ ზღაპრის მეორე მხარე კი ასე ჟღერს: „თუ ხარ წარუმატებელი, ულამაზო, ცოტას გამოიმუშავებ, არ იწონი იმდენს, რამდენიც საჭიროა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია".
ზედმეტი წონის შიში მშვენივრად თავსდება თანასწორობის იდეაში – როგორც არ უნდა გვინდოდეს, გვჯეროდეს სხეულზე კონტროლის უნარის ილუზიისა, ზედმეტი კილოგრამების „საშინელება" შეიძლება თითოეულ ჩვენგანს დაემართოს ასაკის, რასის, გენეტიკის ან პირადი დამსახურებით. ამ შიშისგან თავდასაცავად აღმართული გვაქვს „წესების" კედლები, განსაკუთრებით, კვებისა და ფიზიკური აქტივობის მხრივ.
ფსიქიკურ მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის შიშს მსუქანი ადამიანების დანახვისას, ამასთან, მათ მიმართ ზიზღს გრძნობს, ფეტფობია ეწოდება, ასეთ ადამიანებს კი – ფეტფობები.
ფეტფობია ასევე არის ნეგატიური სტერეოტიპიზაცია ჭარბწონიანი ადამიანებისა. ფეტფობიის გამოვლენის განსაკუთრებული ნიშანია მსუქანი ადამიანის „დამოძღვრა", რომელიც გარკვეულწილად არ არის მოკლებული ფილოსოფიასა და მორალფაგური (moralfag, მორალის „ფანატიკოსი" ნეგატიური კონტექსტით) ურთიერთობების მანერებს. სწორედ ამით გამოირჩევიან ფეტფობები ძირითად მასაში, რადაც არ უნდა მიიჩნევდნენ თავს.
ჭარბწონიანი ადამიანებისგან ელოდებიან და მოითხოვენ კიდეც ცვლილებებს. ეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ახლობელი ადამიანებისგან, მათ შორის ხუმრობის ფორმითაც.
რაში ადანაშაულებენ ყველაზე ხშირად მსუქან ადამიანებს და რას ელოდებიან მათგან თანამედროვე საზოგადოებაში? ანუ ფეტფობერები მიიჩნევენ:
– დაბალი სოციალური აქტივობა. მსუქნები სადმე კუთხეში უნდა მიიყუჟონ და ჩუმად ისხდნენ, ხოლო ადამიანების გარემოცვაში ნაკლებად მიიპყრონ ყურადღება.
– მსუქნებს არა აქვთ პირადი ცხოვრება. მსუქნები მარტოობისთვის არიან განწირული – კიდევ ერთი კლიშე, რომელიც ფეტფობერებს ახასიათებთ.
– ჭარბწონიანებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. დიაბეტი, ვარიკოზი, ქრონიკული გულის უკმარისობა, სახსრების პრობლემები – სწორედ ეს დაავადებების ნაკრები და ასევე ანალოგიური დაავადებები აწუხებთ მსუქნებს. ჭარბწონიანები აუცილებლად რაღაცით არიან დაავადებული, თუ ახლა არა, მომავალში მაინც დაავადდებიან – ასეთია ფეტფობიის ფილოსოფია.
– მსუქნები იტანჯებიან და დაკომპლექსებული არიან. სხვაგვარად როგორ იქნება? მსუქნები უბედურები უნდა იყვნენ, უნდა რცხვენოდეთ საკუთარი თავისა და სხეულისა. რა თქმა უნდა, მათ შეიძლება უარყონ თავისი ტანჯვა, მაგრამ ფეტფობერებმა უკეთ და ბევრი იციან.
– მსუქნები არ მისდევენ სპორტს. მათთვის კრედოა მინიმალური ფიზიკური აქტივობა. მათთვის სპორტი რა არის, უცნობია, ცეკვა საერთოდ უნდა დაივიწყონ. რატომ? მათ უჭირთ სწრაფად მოძრაობა, მათ გაცნობიერებული აქვთ, რა საშინლად გამოიყურებიან სხვების თვალში.
– მსუქნები – დაბალი სოციალური სტატუსია. ისინი იდეალურად ესადაგებიან კლიშე-ფორმას „რატომაა ღარიბი? იმიტომ, რომ მსუქანია", „რატომაა მსუქანი? იმიტომ, რომ ღარიბია".
– მსუქნებს უზარმაზარი პრობლემა აქვთ საჭმლის მონელების სისტემის მხრივ – ეს ყველაზე გავრცელებული იარლიყია ფეტფობერების მხრიდან.
ფეტფობიის მსხვერპლი კი მართლა იტანჯება – გაურბის საზოგადოებაში გამოჩენას, ექიმთან მისვლას, რადგან ის ეტყვის, რომ მის პრობლემაში „დამნაშავე" მისი წონაა, ტანჯვაა მისთვის საცურაო კოსტიუმით გასვლა პლაჟზე ან აუზში, რადგან მას დასცინიან, ტანჯვაა ტანსაცმლის შერჩევა – მოგეხსენებათ რატომაც, ტანჯვაა უბრალოდ ქუჩაში გასვლაც კი…
უნდა ვაღიაროთ, რომ ფეტფობია უფრო ფეტფობერის პრობლემაა, ვიდრე ჭარბწონიანი ადამიანისა. შეიძლება ითქვას, რომ ფეტფობია თავისებურად არა მარტო მსუქანი ადამიანების მიმართ ცუდი დამოკიდებულებაა, არამედ ფეტფობერის შიში, რომ თვითონაც შეიძლება გასუქდეს.