საპროტესტო აქცია თბილისში - „ქართული ოცნების“ რეაქცია

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან
საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
აქციამ სახელწოდება „შინ ევროპისკენ“ უნდა შეიცვალოს და ეწოდოს „არა ევროპას“, მიიჩნევენ უმრავლესობის დეპუტატები.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. აქციამ „შინ ევროპისკენ“ პარტიული შინაარსი მიიღო, რომლის მიზანია საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, განაცხადა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუშინ საქართველოს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი მთავრობის გადადგომასა და ევროკავშირის პირობების შესრულებას მოითხოვდნენ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვიან საღამოს აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს და ღამე იქ გაათენეს. ამ დროისათვის აქცია დაშლილია.

„ეს აქცია პარტიული შინაარსის აქციად გადაიქცა, რომლის მიზანიც არის – „მოდი, შენ წადი ხელისუფლებიდან, მე ამ მიტინგით მოვალ ხელისუფლებაში“. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს აქცია თავისი შინაარსით აქტუალური აღარ ხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ აქციამ სახელწოდება უნდა შეიცვალოს და ნაცვლად „შინ ევროპისკენ“ ეწოდოს „არა ევროპას“.
„იმიტომ რომ მათი მოწოდებები – მთავრობის გადადგომა, წალეკვა, დესტრუქციული აქციები, აბსოლუტურად არაევროპულია. ევროპა მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ და ერთიანობისკენ, ოპოზიცია საზოგადოებას მოუწოდებს განცალკევებისკენ, დაპირისპირებისკენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით დაიმუქრა. ხელისუფლებამ მუქარას ყურადღება არ მიაქცია. უცნობია ოპოზიციის გეგმებიც.
პარასკევს პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად სრული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
ევროპა თუ ძალაუფლება: პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს ეროვნული თანხმობისკენ მოუწოდებს>>
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ცვლილებები უნდა იყოს წარმოდგენილი არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0