https://sputnik-georgia.com/20220704/prezidenti-pozicia-opozicias-erovnuli-tanxmobisken-mouwodebs-268147926.html
ევროპა თუ ძალაუფლება: პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს ეროვნული თანხმობისკენ მოუწოდებს
ევროპა თუ ძალაუფლება: პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს ეროვნული თანხმობისკენ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის და ოპოზიციის გამოცხადებულ გეგმებს საერთო არაფერი აქვს ეროვნულ თანხმობასთან. 04.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-04T10:00+0400
2022-07-04T10:00+0400
2022-07-04T15:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267539925_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_a1299f4f3310e53d20a4e71dfd5a321b.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას რეალური ეროვნული თანხმობისკენ მოუწოდა.ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით დაიმუქრა. ხელისუფლებამ მუქარას ყურადღება არ მიაქცია. უცნობია ოპოზიციის გეგმებიც.ზურაბიშვილის თქმით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, იქნება ეს პოზიცია თუ ოპოზიცია, აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა.„ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი“, – დაწერა ზურაბიშვილმა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის გამოცხადებულ გეგმებს „გადადექი და მე გადმოვდგები“ საერთო არაფერი აქვს ეროვნულ თანხმობასთან და ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.აქცია პარლამენტთან დასრულდა: ორგანიზატორების შემდგომი გეგმები>>>პარასკევს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.ცვლილებები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267539925_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_25912cb55c62e670b2af51899fbce442.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევროპა თუ ძალაუფლება: პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს ეროვნული თანხმობისკენ მოუწოდებს
10:00 04.07.2022 (განახლებულია: 15:18 04.07.2022) სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის და ოპოზიციის გამოცხადებულ გეგმებს საერთო არაფერი აქვს ეროვნულ თანხმობასთან.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას რეალური ეროვნული თანხმობისკენ მოუწოდა.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით დაიმუქრა. ხელისუფლებამ მუქარას ყურადღება არ მიაქცია. უცნობია ოპოზიციის გეგმებიც.
„ჩვენ, ყველანი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებული რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“ – დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
ზურაბიშვილის თქმით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, იქნება ეს პოზიცია თუ ოპოზიცია, აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა.
„ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი“, – დაწერა ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის გამოცხადებულ გეგმებს „გადადექი და მე გადმოვდგები“ საერთო არაფერი აქვს ეროვნულ თანხმობასთან და ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.
პარასკევს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ცვლილებები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.