https://sputnik-georgia.com/20220704/aqcia-parlamenttan-dasrulda-organizatorebis-semdgomi-gegmebi-268147254.html
აქცია პარლამენტთან დასრულდა: ორგანიზატორების შემდგომი გეგმები
აქცია პარლამენტთან დასრულდა: ორგანიზატორების შემდგომი გეგმები
Sputnik საქართველო
აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას გეგმების შესახებ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოუყვებიან, რათა საერთო საქმე არ დაზარალდეს
2022-07-04T00:20+0400
2022-07-04T00:20+0400
2022-07-04T01:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/03/268143149_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_d612421a09040169699347fbc6655939.jpg
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. პარლამენტის შენობასთან დაწყებული აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა ლოკაციის შეცვლის შესახებ განაცადეს და გაემართნენ შეკრებილებთან ერთად სამთავრობო კანცელარიის შენობასთან, სადაც დილამდე დარჩებიან.დღეს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ათასობით მცხოვრები შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე „შინ ევროპისკენ“ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომისა და ევროკავშირის პირობების შესრულების მოთხოვნით, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას გეგმების შესახებ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოუყვებიან, რათა საერთო საქმე არ დაზარალდეს.აქციის განმავლობაში ორგანიზატორებმა ლოკაცია რამდენჯერმე შეცვალეს. რუსთაველის გამზირიდან მათი ნაწილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან გაემართა. ორგანიზატორებს ადგილზე პოლიციის გაძლიერებული კორდონები დახვდათ.საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა >>ორმოცი წუთის და რამდენიმე განცხადების შემდეგ ორგანიზატორებმა პარლამენტთან დაბრუნება გადაწყვიტეს, სადაც მომიტინგეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/03/268143149_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_6fa01c20790a9117a621d0a5f9ef8495.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აქცია პარლამენტი ორგანიზატორები გეგმები კანცელარია
აქცია პარლამენტი ორგანიზატორები გეგმები კანცელარია
აქცია პარლამენტთან დასრულდა: ორგანიზატორების შემდგომი გეგმები
00:20 04.07.2022 (განახლებულია: 01:02 04.07.2022) აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას გეგმების შესახებ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოუყვებიან, რათა საერთო საქმე არ დაზარალდეს
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. პარლამენტის შენობასთან დაწყებული აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა ლოკაციის შეცვლის შესახებ განაცადეს და გაემართნენ შეკრებილებთან ერთად სამთავრობო კანცელარიის შენობასთან, სადაც დილამდე დარჩებიან.
დღეს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ათასობით მცხოვრები შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე „შინ ევროპისკენ“ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომისა და ევროკავშირის პირობების შესრულების მოთხოვნით, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
„დღეს ვრჩებით კანცელარიასთან", - განაცხადა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნოდარ რუხაძემ.
აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას გეგმების შესახებ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოუყვებიან, რათა საერთო საქმე არ დაზარალდეს.
აქციის განმავლობაში ორგანიზატორებმა ლოკაცია რამდენჯერმე შეცვალეს. რუსთაველის გამზირიდან მათი ნაწილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან გაემართა. ორგანიზატორებს ადგილზე პოლიციის გაძლიერებული კორდონები დახვდათ.
ორმოცი წუთის და რამდენიმე განცხადების შემდეგ ორგანიზატორებმა პარლამენტთან დაბრუნება გადაწყვიტეს, სადაც მომიტინგეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.