https://sputnik-georgia.com/20220704/qartuli-gvino-seulshi-waradgines-268175896.html
ქართული ღვინო სეულის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
ქართული ღვინო სეულის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
Sputnik საქართველო
სამხრეთ კორეა მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია. 04.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-04T18:39+0400
2022-07-04T18:39+0400
2022-07-04T22:23+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ce86d8b13935c3b9efeb7b13454a5fce.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Seoul International Wine & Spirits Expo 2022 ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია იყო წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.გამოფენაში, რომელიც თავისი მასშტაბით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის რეგიონში, საქართველო მესამედ მონაწილეობდა.გამოფენის ფარგლებში ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საფუძველია. საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - რითი ვაჭრობს საქართველო>>>როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, წელს ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რასაც საქართველოს ღვინის სტენდთან ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების სიმრავლეც ადასტურებდა.გამოფენას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი, რომელმაც ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ადგილობრივი ღვინის ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_235:0:2048:1360_1920x0_80_0_0_bdc2293ba81d7eb6260180f6dece6a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული ღვინო სეულის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
18:39 04.07.2022 (განახლებულია: 22:23 04.07.2022) სამხრეთ კორეა მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Seoul International Wine & Spirits Expo 2022 ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია იყო წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
გამოფენაში, რომელიც თავისი მასშტაბით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის რეგიონში, საქართველო მესამედ მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საფუძველია.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, წელს ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რასაც საქართველოს ღვინის სტენდთან ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების სიმრავლეც ადასტურებდა.
გამოფენას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი, რომელმაც ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ადგილობრივი ღვინის ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.