https://sputnik-georgia.com/20220621/sagareo-savawro-brunva-kvlav-izrdeba-267673094.html
საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - რითი ვაჭრობს საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - რითი ვაჭრობს საქართველო
Sputnik საქართველო
ექსპორტი საქართველოდან ხუთ თვეში 35,7%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 21.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-21T13:08+0400
2022-06-21T13:08+0400
2022-06-21T17:51+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582536_0:3:3229:1819_1920x0_80_0_0_85cab8063d9cfbadbee5b679edca3ba6.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–მაისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 37,4%-ით გაიზარდა და 5,9 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გავიდა 2,1 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 35,7%-ით მეტია.აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 4,8 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–მაისის მაჩვენებელზე თითქმის 37,3%-ით მეტია.2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 39,4%-ით მეტია.რითი ვაჭრობს საქართველოსაქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.ექსპორტის რეკორდული ზრდა - პრემიერი ტვირთბრუნვის მაჩვენებლებით კმაყოფილია>>2022 წლის იანვარი–მაისში ყველაზე მეტად გაიზარდა აზოტის სასუქის (232,2%), ფეროშენადნობების (98%), ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების (42,5%) ექსპორტი, იუწყება „საქსტატი".ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა სპირტიანი სასმელების (30,2%), მინერალური წყლების (22,2%), ღვინის (3,7%) ექსპორტი.საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.საანგარიშო პერიოდში გაიზარდა გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (134,5%), შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციებისა და მათი ნაწილების (136%) და ნავთობპროდუქტების (80,3%) იმპორტი.ვისთან ვაჭრობს საქართველოსაქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტრნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ხუთ თვეში 1.024,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,8%-ია.რამდენს ვყიდით და რამდენს ვყიდულობთ? ანუ საგარეო ვაჭრობის ბალანსი>>საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი, გერმანია, უკრაინა და იტალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582536_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_f320ed5adbc702e99b13379c8ee647a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - რითი ვაჭრობს საქართველო
13:08 21.06.2022 (განახლებულია: 17:51 21.06.2022) ექსპორტი საქართველოდან ხუთ თვეში 35,7%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–მაისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 37,4%-ით გაიზარდა და 5,9 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გავიდა 2,1 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 35,7%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 4,8 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–მაისის მაჩვენებელზე თითქმის 37,3%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 39,4%-ით მეტია.
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
2022 წლის იანვარი–მაისში ყველაზე მეტად გაიზარდა აზოტის სასუქის (232,2%), ფეროშენადნობების (98%), ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების (42,5%) ექსპორტი,
იუწყება „საქსტატი".
ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა სპირტიანი სასმელების (30,2%), მინერალური წყლების (22,2%), ღვინის (3,7%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (134,5%), შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციებისა და მათი ნაწილების (136%) და ნავთობპროდუქტების (80,3%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტრნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ხუთ თვეში 1.024,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,8%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი, გერმანია, უკრაინა და იტალია.