https://sputnik-georgia.com/20220704/opozicia-ocnebastan-molaparakebebze-wava-lali-moroskina-268177236.html
ოპოზიცია „ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე წავა - პოლიტოლოგი
ოპოზიცია „ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე წავა - პოლიტოლოგი
Sputnik საქართველო
ქართულ ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ფენიქსს ჰგავს, რომელსაც ფერფლიდან აღდგომა შეუძლია, განაცხადა ექსპერტმა. 04.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-04T18:28+0400
2022-07-04T18:28+0400
2022-07-04T22:20+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268164589_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_bfd2844df08857120f9354068a0f04ee.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ოპოზიცია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე წავა, რათა კიდევ რაღაცნაირად შეინარჩუნოს თავი, განაცხადა პოლიტოლოგმა, კონფლიქტოლოგმა ლალი მოროშკინამ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.გუშინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისში აქციაზე „შინ, ევროპისკენ“. მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომა იყო. აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში, სანამ ორგანიზატორები მოუწოდებდნენ დაშლისკენ, მიტინგის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა დატოვა რუსთაველის გამზირი. შეკრებილებისთვის სცენიდან არცერთ პოლიტიკოსს არ მიუმართავს.პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ვერავინ გაბედა სცენიდან აქციის მონაწილეებისთვის მიემართა და „კვარცხლბეკი“ მთლიანად პოლიტიკისგან შორს მყოფ ადამიანებს დაუთმეს.„კვარცხლბეკი“ დაუთმეს იმ ადამიანებს, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ. რას ნიშნავს ეს? რომ ისინი, უბრალოდ, აღარ არიან“, – განაცხადა მოროშკინამ.ექსპერტის თქმით, ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ფრინველ ფენიქსს ჰგავს, რომელსაც შესწევს უნარი ფერფლიდან აღდგეს. ოპოზიციის შემთხვევაში ამ ფერფლს, უბრალოდ, ქარი გაფანტავს.საპროტესტო აქცია თბილისში – „ქართული ოცნების“ რეაქცია>>„ოდესმე გინახავთ ოპოზიცია დაცვით? ოპოზიციონერი – ეს ყოველთვის ხალხიდან გამოსული ადამიანია. ჩვენი ოპოზიციონერები კი დადიან ძვირფასი მანქანებით, რადგან თავიანთი თავი ამოწურეს“, – მიიჩნევს მოროშკინა.პოლიტოლოგის განცხადებით, დღეს ოპოზიცია მენტალურად „გარბის“ და თავისი დროშის ქვეშ მრავალათასიანი აქციების გამართვის პერსპექტივა არა აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268164589_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_1033816ddade3e20ef006a806e1f73f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ოპოზიცია „ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე წავა - პოლიტოლოგი
18:28 04.07.2022 (განახლებულია: 22:20 04.07.2022) ქართულ ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ფენიქსს ჰგავს, რომელსაც ფერფლიდან აღდგომა შეუძლია, განაცხადა ექსპერტმა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ოპოზიცია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე წავა, რათა კიდევ რაღაცნაირად შეინარჩუნოს თავი, განაცხადა პოლიტოლოგმა, კონფლიქტოლოგმა ლალი მოროშკინამ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.
გუშინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა თბილისში აქციაზე „შინ, ევროპისკენ“. მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომა იყო. აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში, სანამ ორგანიზატორები მოუწოდებდნენ დაშლისკენ, მიტინგის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა დატოვა რუსთაველის გამზირი. შეკრებილებისთვის სცენიდან არცერთ პოლიტიკოსს არ მიუმართავს.
„გუშინდელის მერე უნდა წავიდნენ. მაგრამ ლამაზად წასვლა არ იციან. მხოლოდ გაქცევა შეუძლიათ... ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი წავლენ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე, რომ როგორღაც შეინარჩუნონ თავი“, – აღნიშნა მოროშკინამ.
პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ვერავინ გაბედა სცენიდან აქციის მონაწილეებისთვის მიემართა და „კვარცხლბეკი“ მთლიანად პოლიტიკისგან შორს მყოფ ადამიანებს დაუთმეს.
„კვარცხლბეკი“ დაუთმეს იმ ადამიანებს, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ. რას ნიშნავს ეს? რომ ისინი, უბრალოდ, აღარ არიან“, – განაცხადა მოროშკინამ.
ექსპერტის თქმით, ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ფრინველ ფენიქსს ჰგავს, რომელსაც შესწევს უნარი ფერფლიდან აღდგეს. ოპოზიციის შემთხვევაში ამ ფერფლს, უბრალოდ, ქარი გაფანტავს.
„ოდესმე გინახავთ ოპოზიცია დაცვით? ოპოზიციონერი – ეს ყოველთვის ხალხიდან გამოსული ადამიანია. ჩვენი ოპოზიციონერები კი დადიან ძვირფასი მანქანებით, რადგან თავიანთი თავი ამოწურეს“, – მიიჩნევს მოროშკინა.
პოლიტოლოგის განცხადებით, დღეს ოპოზიცია მენტალურად „გარბის“ და თავისი დროშის ქვეშ მრავალათასიანი აქციების გამართვის პერსპექტივა არა აქვს.