მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხუთი წლის წინ გაუჩინარებული მილიარდერი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. ჩინელ-კანადელი მილიარდერი სიაო ცზინჰუა, რომელიც 2017 წელს გაუჩინარდა ჰონკონგში, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, იუწყება სააგენტო Reuters პეკინში კანადის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით.
ამასთან ჩინეთის ხელისუფლება არ ამხელს, რომელ სასამართლოში იმართება სიაოს საქმის მოსმენები და კონკრეტულად რაში ედება მას ბრალი.
სიაო ცზინჰუა ოდესღაც ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, რომელიც ქვეყნის კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის წევრების შთამომავლების ქონებას განაგებდა.
გაუჩინარებამდე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიაო ჰონკონგის სასტუმრო Four Seasons-ში ცხოვრობდა. 2017 წლის იანვარში მის ნომერში უცნობი პირები მივიდნენ, ინვალიდის ეტლში ჩასვეს და შენობიდან თავზე საბურავდახურული გაიყვანეს. მილიარდერის შემდგომი ბედი რამდენიმე წლის განმავლობაში უცნობი რჩებოდა. თუმცა, ივნისის დასაწყისში The Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ ბიზნესმენს სასამართლო ელოდა.

„საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ინფორმირებული არიან, რომ დღეს სასამართლო პროცესი იმართება კანადის მოქალაქე სიაო ცზინჰუას საქმეზე. კანადის საკონსულოს თანამშრომლები ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ საქმეს, საკონსულო მომსახურებას უწევენ ოჯახს და დაჟინებით მოითხოვენ საკონსულო დაშვების მინიჭებას“, − განუცხადა კანადის საელჩოს წარმომადგენელმა Reuters-ს სატელეფონო საუბრისას.

აღინიშნება, რომ სიაო ფლობდა ფინანსურ ჯგუფს Tomorrow Holdings. 2020 წლის ივლისში ჩინელმა მარეგულირებლებმა, ფინანსური კონგლომერატების მიერ წარმოქმნილ რისკებთან ბრძოლის ფარგლებში, ჯგუფთან დაკავშირებული ცხრა კომპანია დახურეს.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0