ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების შესაძენად წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო დანიშნულების მონეტების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ნუმიზმატებისთვის, კოლექციონერებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის საკოლექციო მონეტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი მეფე ბაგრატ III-ის და მეფე ფარნავაზ I-ის თემებზე (სერიიდან „საქართველოს მეფეები“) საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტებზე წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მონეტები 2023 წელს გამოვა და მათი ზუსტი ღირებულება გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.
მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით 2022 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით.
მონეტების წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელმა ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე წინასწარ უნდა გადაიხადოს ვერცხლის მონეტისთვის 50 ლარი, ხოლო ოქროს მონეტის შემთხვევაში 1.000 ლარი, რაც მონეტის სრული სარეალიზაციო ღირებულების შემადგენელი ნაწილია.
ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს მეფეების" სერიიდან მონეტების ესკიზებზე კონკურსი გამოაცხადა>>>
მონეტის გამოშვებისა და სარეალიზაციოდ გამოტანის შემდეგ წინასწარ შეკვეთილი მონეტები გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის სალაროდან, ადგილზე მონეტების სრული სარეალიზაციო ღირებულების გადახდის შემდეგ.
წინასწარი შეკვეთისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge და განათავსონ შეკვეთა.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია „საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ-მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე" შეთანხმებაში, რომელსაც მომხმარებელი ეცნობა შეკვეთის განთავსებამდე და რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების სერია „საქართველოს მეფეების" გამოშვება 2020 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი.
წყარო: ეროვნული ბანკი
ყველა ახალი ამბავი
0