მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად 523 მლრდ დოლარის გადაცემას გეგმავს

© AP Photo / Pavel Dorogoy
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. ევროკავშირის 27 ქვეყანა გეგმავს, რომ უკრაინას 500 მილიარდი ევრო (523 მილიარდი დოლარი) გადასცეს ქვეყნის ომისშემდგომი აღდგენისთვის, იუწყება სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში 4-5 ივლისს გამართულ კონფერენციაზე უკრაინა ქვეყნის აღდგენის გეგმას წარადგენს, რასაც ასობით მილიარდი ევრო დასჭირდება. დაახლოებით 2.000-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების პროექტების ფართო ჩამონათვალს, კლიმატსა და ციფრულ ეკონომიკაში ინვესტიციებს, ენერგეტიკის დივერსიფიკაციის გეგმას.
წყაროს ინფორმაციით, როგორც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, უკრაინას მთლიანი ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი გადაეცემა. დახმარების მოცულობა შეიძლება იყოს 500 მილიარდი ევრო (523 მილიარდი დოლარი), ან უფრო მეტიც. უკრაინის მთავრობამ აღნიშნული პროექტი დონორებთან, მათ შორის ევროკავშირთან განიხილა, რომლებიც ქვეყანას პასუხს რამდენიმე თვეში მისცემენ.
Bloomberg-ის ცნობით, ლუგანოს კონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც დაესწრება, რომელიც ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად შექმნილ პლატფორმას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს დონორებისთვის − G7-ის პარტნიორების, მრავალმხრივი გაერთიანებების, შვეიცარიისა და ნორვეგიის ჩათვლით. გარდა ამისა, ევროკავშირი შეეცდება კოორდინაცია გაუწიოს მსოფლიო ძალისხმევებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების მოსაძიებლად, რომლებსაც აშშ და მსოფლიო ბანკი იყენებენ.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0