მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთი თურქმენეთიდან გაზის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

© photo: Sputnik / Anton Denisovანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
ანკარა განიხილავს თურქმენული გაზის ქვეყანაში გატარების და მისი ტრანსპორტირების შესაძლებლობას ტრანსანატოლიის გაზსადენით.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. თურქმენული გაზის თურქეთის ბაზარზე მიწოდებისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება, განაცხადა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ.
ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ გაზის მიწოდების სამი ვარიანტი მუშავდება.
მანამდე ფუატ ოქტაიმ განაცხადა ქვეყანაში თურქმენული გაზის მიწოდებისა და მისი ტრანსპორტირების შესაძლებლობაზე ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP). თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ TANAP-ის გაფართოება ევროპის მხრიდან შესაძლოა განიხილებოდეს როგორც რუსული გაზის ალტერნატივა. მისი თქმით, მილსადენზე სხვადასხვა წყაროების მიერთება თურქეთის ტერიტორიის გავლით არის შესაძლებელი, იუწყება Sputnik-სომხეთი.
„ჩვენ ვმუშაობთ სამ ალტერნატივაზე: TANAP-ის ხაზის გამოყენება კასპიის გავლით, SWAP-ის შეთანხმება ან მილსადენამდე ზღვით მიწოდება. მოხარული ვარ გამცნოთ, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ დასრულებასთან", - განაცხადა ოქტაიმ.
მისი თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი შედეგების სწრაფი მიღწევისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
ოქტაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთის დერეფანი სარისკო გახდა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კრიზისის გამო და ეს უფრო მიმზიდველს ხდის შუა დერეფანს. მისი თქმით, ანკარას სურს მისი გააქტიურება ბევრ სფეროში სარკინიგზო და საჰაერო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით კასპიის გადასასვლელის გავლით.
TANAP-ის გაზსადენი გადაჭიმულია აზერბაიჯანიდან საბერძნეთის საზღვრამდე საქართველოსა და თურქეთის გავლით. ამ გაზსადენით გაზის ნაწილი ევროპაში თურქეთის გავლით 2018 წლის ზაფხულიდან მიეწოდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0