დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ივლისი

© photo: Sputnik / Stringerტბა
ტბა - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 3 ივლისია, კვირა. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მზემფარველობს.
ურთიერთობები, რომლებიც დაძაბულად ვითარდებოდა, უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ ინტუიციას მოუსმენთ და მისი მინიშნებებით იხელმძღვანელებთ. სჯობს, ახალი და რთული ამოცანების გადაჭრა არ გადადოთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები და ახალი ამბებია მოსალოდნელი, რაც განწყობას აგიმაღლებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ივლისი>>
ვერძი: ნებისმიერ საკითხს სერიოზულად მოეკიდეთ. ეს შეცდომებისა და პრობლემებისგან დაგიცავთ. სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსურ საკითხებში. არ იჩქაროთ ფულის დახარჯვა ემოციების გავლენით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. საღამო კარგი დროა მგზავრობისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2018
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
კურო: არ ინერვიულოთ, თუ დილით რამე ისე არ აეწყო, როგორც თქვენ გინდათ. არცთუ ხელსაყრელი დროა, მაგრამ სერიოზული პრობლემები არ გელოდებათ. კარგი თანხვედრებისა და სასიამოვნო სიახლეების პერიოდი მოგვიანებით დადგება. ურთიერთობებში ინტუიცია დაგეხმარებათ.
ტყუპი: დილით შეგიძლიათ ახალი საქმეების დაწყება. მალე მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ დასვენებას. გაგახარებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა, საოჯახო ღონისძიებები. მოსალოდნელია საჩუქრებისა და თანხის მიღება.
კირჩხიბი: დილა დამღლელი და რთული საქმეებით არ დაიწყოთ. სავარაუდოდ, გონების მოსაკრებად დრო დაგჭირდებათ. ასევე გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. საღამოს მოახლოებასთან ერთად უფრო ადვილი იქნება ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2018
ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დილით რთული იქნება თავის გაკონტროლება. ემოციური ფონი დაძაბულია და ნებისმიერ წვრილმანს თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. ვითარება სწრაფად შეიცვლება უკეთესობისკენ და თქვენი განწყობაც ოპტიმისტური გახდება. ფულთან დაკავშირებულ საქმეებს სერიოზულად მოეკიდეთ.
ქალწული: დილა კარგი სიახლეებითა და სასიამოვნო მოვლენებით დაიწყება. აუცილებელია, რომ მოვლენებს რეალისტურად შეხედოთ და ობიექტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები – ზოგიერთ საკითხს მარტო ვერ გაუმკლავდებით. მოგვიანებით შეიძლება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა.
სასწორი: ყურადღება მიაქციეთ დღეს გაჩენილ იდეებს – ისინი, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ მათი განხორციელება შეიძლება და აუცილებელიცაა. დღის პირველ ნახევარში დამოუკიდებლად იმოქმედეთ, მეორე ნახევარში კი – გარშემომყოფებთან ერთად.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2018
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: საკმაოდ მშფოთვარე დღე გელოდებათ, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. ზოგიერთს გაახარებს ის, რომ დღე გეგმის მიხედვით არ წარიმართება და რაღაც ახალზე იქნება საჭირო ყურადღების გამახვილება. კარგი დღეა საყიდლებისთვის. დრო დაუთმეთ ოჯახის საქმეებს.
მშვილდოსანი: დილიდან თუ სასარგებლო საქმეებს გააკეთებთ, მნიშვნელოვან შედეგებს მიიღებთ. შესაძლებელი იქნება ძველი კავშირების აღდგენა, სერიოზული წინადადებების მიღება. მოგვიანებით კარგი დრო დადგება დასვენებისთვის. შეძლებთ რუტინული საქმეებისგან გათავისუფლებას, გაგიუმჯობესდებათ განწყობა.
თხის რქა: დაფიქრდით სერიოზულ საკითხებზე, შეეცადეთ პრობლემების გადაჭრას. თქვენი სიტყვები და მოქმედებები გარშემომყოფებზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს. ადამიანი, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობები გქონდათ, თქვენთან დამეგობრებას მოინდომებს. აქ შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2018
რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: ნუ დაკარგავთ დროს კამათზე და ფუჭ საუბრებზე. რაც უფრო ადრე შეუდგებით საქმიანობას, მით ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ მათთან გასამკლავებლად. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. საღამო შესანიშნავი დროა შემოქმედებისთვის. მიეცით თავისუფლება ფანტაზიას.
თევზები: ნუ აჰყვებით წამიერ სურვილებსა და კაპრიზებს, ნუ გადადებთ დაგეგმილ საქმეებს გართობის გამო. ხელსაყრელი დღეა სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად. დრო დასვენებისთვისაც დაგრჩებათ, მაგრამ დღის პირველი ნახევარი საქმიანობას დაუთმეთ. საღამო შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0