დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ივლისი

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 2 ივლისია, შაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა სატურნიმფარველობს.
შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის – ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა ძალზე ადვილი იქნება. ამ დღეს ადამიანების დამახასიათებელია ორგანიზებულობა, გონივრულობა და ერთ ტალღაზე აწყობის უნარი. ნებისმიერი ნაბიჯი გონივრული მართვის, თანამშრომლობისა და ორგანიზების მიმართულებით შესანიშნავ შედეგს გამოიღებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ივლისი>>
ვერძი: იღბლიანად წარიმართება თქვენი პირადი ცხოვრება. თუ დაოჯახებული ხართ, ოჯახის წევრებთან დროის გატარება კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ისინი თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან. შესაძლებელია სერიოზული საუბარი, რომლის შემდეგ მიიღებთ საინტერესო წინადადებას.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2018
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
კურო: ახლობლებმა, შესაძლოა, კონფლიქტში ჩაგითრიონ, და მხოლოდ თქვენი თავშეკავებულობისა და სიბრძნის წყალობით შეძლებთ სკანდალის თავიდან აცილებას. სერიოზულად ხართ განწყობილი მნიშვნელოვანი საქმეების მიმართ. კარგი დღეა ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობისთვის.
ტყუპი: კარგი დღეა იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად და გარშემომყოფებთან საერთო მოქმედებებისთვის. თუ დიდი ხანია, ვინმესთან დალაპარაკება გადადეთ, ახლა ამისთვის სწორედ რომ შესაფერისი დროა. მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ საუბრის პროცესის კონტროლი ხელიდან არ გაგისხლტეთ.
კირჩხიბი: არაა გამორიცხული, რომ დღეს ფული გთხოვონ. მოამზადეთ უკან დახევის სვლები. ყველანაირად შეუსაბამო დროა თანხის გაცემისთვის და მიღებისტვისაც კი. ფრთხილად იყავით რამის შეძენის დროს, განსაკუთრებით, თუ საქმე ძვირად ღირებულ ნივთს ეხება. უარი თქვით ტექნიკის ყიდვაზე.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2018
ზოდიაქოს ნიშნების ოჯახური ფასეულობები
ლომი: სამუშაოზე შეიძლება რაღაც მოულოდნელი მოხდეს, რაც არ მოგეწონებათ. კარგი დღეა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობებისთვის. თუ იქნება შესაძლებლობა, შეგიძლიათ მათთან ერთად საღამო გაატაროთ. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად და ამის სურვილიც გაგიჩნდებათ.
ქალწული: განწყობა არასახარბიელო გაქვთ. რაღაც მოვლენა ან ახალი ამბავი თქვენს სულიერ მდგომარეობაზე აისახება. მოსალოდნელია სერიოზული საუბარი კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან და მათი მხრიდან კარგი წინადადების მიღება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პასუხისმგებლობა გაიზრდება.
სასწორი: შესაძლებელია მეგობრებთან ურთიერთობების შეცვლა. მოულოდნელმა მოვლენებმა შეიძლება გაჩვენოთ, ვინ ვინ არის სინამდვილეში. ამის გამო მოგიწევთ ზოგიერთთან კავშირზე უარის თქმა. სიყვარულში არანაირი თამაშის ელემენტები არ გელოდებათ – ყველაფერი მხოლოდ სერიოზულად.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
მორიელი: თუ მუშაობთ, სჯობს მარტომ იმუშაოთ. თუ მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ, მუშაობა პროდუქტიული იქნება, თუმცა გარკვეული დაბრკოლებები შეგექმნებათ. სახლში ცვლილებებია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული ნათესავების სტუმრობა, რომლებიც თქვენთან დარჩენას გადაწყვეტენ.
მშვილდოსანი: ცვლილებები სამუშაო გრაფიკში ან ჯანმრთელობის მდგომარეობა გეგმების შეცვლას გაიძულებთ. კარგი დღეა ნებისმიერი სახის თანამშრომლობის, პრეზენტაციის, რეკლამის, დოკუმენტებთან მუშაობის, გარიგებებზე ხელმოწერისთვის. სიბრძნე და მოთმინება ნებისმიერ ადამიანთან გაპოვნინებთ სართო ენას.
თხის რქა: სიყვარულში უარყოფითი ცვლილებებია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული სერიოზული პრობლემები ურთიერთობებში. თუ შვილები გყავთ, ყურადღება გმართებთ – ნუ დატუქსავთ მათ ყოველი ცელქობის გამო. ზოგიერთს შემოქმედებითი კრიზისი ელოდება, ზოგიერთს – ფინანსური პრობლემები.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
მერწყული: შესაძლებელია პარტნიორთან სერიოზული პრობლემები, რასაც ნამდვილად არ ელოდებით. არაა გამორიცხული სახლში საოჯახო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, მაგრამ დღეს არაფერი იყიდოთ. სასიყვარულო სფეროში პროგრესი გელოდებათ, ურთიერთობები უფრო სერიოზულ დონეზე შეიძლება გადავიდეს.
თევზები: სამუშაოზე არასასიამოვნო საუბარია შესაძლებელი. თუ გამგზავრებას აპირებთ, შესაძლებელია უსიამოვნო მოულოდნელობები, ამიტომ იფრთხილეთ. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. საღამოს მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო გაადვილდება ურთიერთობები გარშემომყოფებთან.
ყველა ახალი ამბავი
0