Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას შემოდგომამდე ვაქცინაციას ურჩევს

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
შემოდგომისთვის მთავარი რეკომენდაცია მოსახლეობის იმუნური ფენის გაძლიერებაა, განაცხადა ექიმმა
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას შემოდგომამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და ბუსტერ-დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა.
ეპიდემიოლოგებმა საქართველოში გამოავლინეს „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 - მათი მტკიცებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება.
„შემთხვევათა მატება იქნება. შეჩერების ერთი გზა არსებობს - ეს არის იმუნური ფენის ზრდა... გავაუმჯობესოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, სასურველია შემოდგომამდე მოქალაქეებმა ბუსტერ-დოზა გაიკეთონ.
„რამდენიმე დღეა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მეორე „ბუსტერი“ 50 წლის ზემოთ არის დაშვებული, რადგან კოვიდის დროს გართულებები სწორედ ამ ასაკზე მოდის. ვთხოვ, ვისაც აქვს ერთი „ბუსტერი“ გაკეთებული გაიკეთონ მეორე, ხოლო ვინც არ არის აცრილი, მიბრძანდნენ და აიცრან“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება სასურველია, რადგან ის ვირუსთან ბრძოლის ქმედითი საშუალებაა.
ეპიდემიოლოგის განცხადებით, „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპები ВА.4 და ВА.5 მეტად გადამდებია, მაგრამ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.
ივლისის დასაწყისისთვის ვაქცინაციის სრული კურსი 1.270.848 ზრდასრულმა მოქალაქემ ჩაიტარა, რაც 44,9%-ს შედგენს. ბუსტერ-დოზა 255.356 მოქალაქეს აქვს გაკეთებული.
ომიკრონის ახალი სახეობა უკვე საქართველოშია: არის თუ არა ის საშიში და რა უნდა ვიცოდეთ >>
გასულ კვირას ქვეყანაში კორონავირუსის 1058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 1.660.429 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1.642.476 ადამიანი, გარდაიცვალა 16.841 პაციენტი. ქვეყანაში ამ დროისთვის 1086 აქტიური შემთხვევაა. დადებითობის მაჩვენებელი შვიდ დღეში 1,67%-ს შეადგენს.
В.A.5 პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ინფექციამ სწრაფად გავრცელება დაიწყო, მაგრამ ის უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი.
ყველა ახალი ამბავი
0